საადვოკატო ბიურო ,,OK&CG”-მ სს,,ლიბერთი ბანკის“ მიმართ კიდევ ერთი დავა მოიგო  3624 2017.10.26
საადვოკატო ბიურო ,,OK&CG”-მ სს,,ლიბერთი ბანკის“ მიმართ კიდევ ერთი დავა მოიგო
მოსარჩელე-სს ,,ლიბერთი ბანკმა“ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ძირითადი მსესხებლებისა და სოლიდარული თავდებისათვის სოლიდარულადსესხის ძირი თანხის, საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრება. სოლიდარული თავდების მიერ სადავოდ იქნა გამხდარი ბანკის მიერ მისთვის შესაბამისი ინფორმაციის, გაფრთხილების წერილის რაიმე სახით მიღების/ჩაბარებისა და შესაბამისად ვალდებულების არსებობის ფაქტი. მოპასუხის წარმომადგენლის საადვოკატო ბიურო ,,OK&CG”-ის ადვოკატის ანა გორდეზიანის განმარტებით „კანონმდებლობა განსხვავებულ რეგულაციას ადგენს სესხსა და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებთან მიმართებით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში საბანკო დაწესებულება ვალდებულია დაიცვას კანონით პირდაპირ დადგენილი რეგულაციები, რომლის ერთ-ერთი ელემენტი ასევე მოპასუხის ინფორმირებაა. განსახილველ შემთხვევაში სოლიდარული თავდები ბანკის მიერ არ ყოფილა ინფორმირებული მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ან/და დავალიანების არსებობის შესახებ, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ბანკმა დაარღვია სამოქალაქო კანონმდებლობით თავდების მიმართ არსებული ვალდებულება, მან დაკარგა თავდების მიმართ მოთხოვნის უფლება.“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაზიარებულ იქნა მოპასუხე მხარის განმარტებები და მიღებული გადაწყვეტილებით სს,,ლიბერთი ბანკს“ სრულად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, როგორც სესხის ძირის, ასევე საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში. საადვოკატო ბიურო ,,OK&CG” მიესალმება მოსამართლეთა მსგავს პროგრესულ და სამართლიან მიდგომას ხელშეკრულების სუსტი მხარის კანონით დაცული უფლებებისადმი.