error1191 2018.03.20
აზარტული თამაშებში მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი შესაძლოა, 23 წლამდე გაიზარდოს

აზარტულ თამაშებში მონაწილეობა შესაძლოა, 21 წლის პირებსაც აეკრძალოთ. ამის შესახებ განცხადება დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა გააკეთა. 


„ასაკობრივ შეზღუდვაზე როდესაც ვსაუბრობთ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტში 21 წელი იყო მსგავს თამაშებზე დაშვების ასაკი, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ეს ასაკი უნდა გაიზარდოს და 22 ან 23 წელი გახდეს. შესაბამისად, პირები, რომლებიც 22-23 წლის ქვემოთ იქნებიან ლეგალურად აზარტულ თამაშებში მონაწილეობას ვეღარ შეძლებენ,“-აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

 

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას ეხმიანება საადვოკატო ბიურო „Ok&CG“. ადვოკატ ანა გორდეზიანის განმარტებით, „დღეს მოქმედი კანონმდებლობა ნაკლებად არეგულირებს მსგავს საკითხებს, რის გამოც შესაძლოა, ითქვას, რომ ონალიან კაზინოებისა და ტოტალიზატორების სეგმენტთან მიმართებით სამართლებრივ ვაკუუმთან გვაქვს საქმე.  იმ შემთხვევაში, თუ ახალი კანონპროექტის ფარგლებში დაწესდება ქმედითი რეგულაციები, ვფიქრობ, აღნიშნული მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოქალაქეთა უფლებების დაცვის  სტანდარტს“.


შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა გასული წლის ნოემბერში დასრულდა, თუმცა, მისი მიღება ამ დრომდე არ მომხდარა. დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ამის მიზეზი მთავრობასთან მიმდინარე კონსულტაციები იყო. ამასთან, როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, კანონპროექტის გატანა საგაზაფხულო სესიაზე აუცილებლად მოხდება. 

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა