საადვოკატო ბიურო"OK & CG"(ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი) გუნდურად მუშაობს იმისთვის, რომ მომსახურეობა ჩვენი კლიენტებისთვის სიმყუდროვისა და დაცულობის გარანტია იყოს. ბიუროს საქმიანობა ეფუძნება სანდოობის პრინციპს, საქმისადმი თავდადებას, კლიენტებისათვის კომფორტული გარემოს შექმნას. იგი გამოირჩევა მომსახურეობის მაღალი ხარისხით, მოქნილობით და სისწრაფით. ჩვენი ადვოკატები მაქსიმალურად იცავენ თავიანთი კლიენტების კონფიდენციალურობას.  ბიურო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უწევს წარმომადგენლობით მომსახურეობას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, საგადასახადო, ფინანსურ საკითხებზე სასამართლოში, არბიტრაჟში, მესამე პირებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებში.იგი სამართლებრივ დახმარებას უწევს კლიენტებს დოკუმენტების მომზადებაში,ეწევა უფასო კონსულტაციას, როგორც პირადად, ოფისში გასაუბრებით, ასევე ონ–ლაინ რეჟიმში. საადვოკატო ბიურო „ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი“ წლების მანძილზე წარმატებით მოღვაწეობს ქართულ სამართლებრივ სივრცეში.

ანა გორდეზიანი
ადვოკატი

ანა გორდეზიანი საადვოკატო ბიურო ,,OK&CG”-ში იურისტის პოზიციაზე მუშაობს 2014წლის აგვისტოდან.
2014 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტი.
ანა კომპანიას 2013 წლის აპრილიდან  შემოუერთდა იურისტის თანაშემწის პოზიციაზე.
 

კომპანიაში მუშაობის დაწყებამდე აქტიურად იყო ჩართული  საქართველოში ერთ-ერთ ცნობილ არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენტში, იგი გახლდათ  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი. კომიტეტი ახორციელებდა  საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებასა და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსათვის წარდგენას, ასევე სამუშაო ჯგუფის მუშაობა მოიცავდა  არსებული ნორმატიული მასალის შესახებ სამართლებრივი ანალიზის მომზადებას.

ბაკალავრის საფეხურზე სწავლის პერიოდში მონაწილეობდა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა და იმიტირებულ სასამართლო პროცესში.
2013 წელს და 2014 წელს იყო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი.
2013 წელს ანამ, როგორც მაღალი აკადმიური მოსწრების სტუდენტმა, მიიღო ქალაქ თბილის მერიის მუნიციპალიტეტის ერთჯერადი  სტიპენდია.
2015 წელს ანამ წარმატებით ჩააბარა საქართველოს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდები  კერძო სამართლის მიმართულებით და ამავე წლიდან გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
2015 წელს  მოიპოვა  ბელგიის უნივერსიტეტ ,,ლიეჟში“ (The University of Liège) მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების  უფლება.
2016  წელს მონაწილეობა მიიღო გერმანიის და ესპანეთის ასოციაციის (HISPALEM), მიერ ბარსელონაში ორგანიზებულ მსოფლიო იურისტთა ასოციაციის კონგრესზე, თემაზე-,,ინტერნეტი : გამოწვევები მშვიდობისა და თავისუფლებისათვის“ (The Internet: Challenges to Peace and Freedom)
2016 წელს  წარჩინებით დაასრულა და მიენიჭა  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი. 
თავისუფლად ფლობს ქართულ, ფრანგულ და რუსულ ენებს, აქვს ინგლისური ენის საშუალო დონის ცოდნა.

ANAGORDEZIANI@MYADVOKAT.GE74 22 29 29