მავნე ნივთიერება
ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც ახდენს ან რომელმაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე.
986 ვრცლად ნახვა
მმართველი ორგანო
დადგენილი წესით არჩეული ან დანიშნული დირექტორები ან/და სამეთვალყურეო საბჭო.
1016 ვრცლად ნახვა
საღეჭი რეზინის გადაგდებაზე ჯარიმას შემოიღებენ
ქალაქის ტროტუარებზე მიკრულ საღეჭ რეზინებთან ბრძოლა დიდ ბრიტანეთში, კერძოდ კი, გლაზგოსა და მილტონ-კინსშიდაიწყეს. გარდა იმისა, რომ ქუჩაში საღეჭი რეზინის გადაგდებაზე ჯარიმის დაწესება გადაწყვიტეს, ფიქრობენ იმაზეც, რომთითოეულ შეძენილ საღეჭ რეზინზე გადასახადი დააკანონონ. შემოსული გადასახადი ასფალტის საღეჭი რეზინისაგან გასუფთავებას მოხმარდება. როგორც ცნ...
1035 ვრცლად ნახვა
2013 წლის 15 მარტი
საღამო მშვიდობის! კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩვენს მეგობრებსა და ერთგულ მკითხველებს. დღეს 2013 წლის 15 მარტია, პარასკევი. სამუშაო კვირის ბოლოს თქვენთან ერთად შევაჯამებთ განვლილ ხუთ დღეს. გასულ კვირაში საადვოკატო ბიურო OK & CG–ის ადვოკატებს ხუთი სასამართლო პროცესი ჰქონდათ. კვირის ბოლო დღეს ერთ–ერთ საქმეზე სასამართლომ საბოლოო გადაწვე...
932 ვრცლად ნახვა
მენარდე
იურიდიული ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ასრულებს წინასაპროექტო, საპროექტო-საძიებო, სამშენებლო-სამონტაჟო და გამშვებ-გასამართ სამუშაოებს, დადგენილი წესით მიღებული აქვს საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზია და პასუხისმგებელია მის და ქვემენარდის მიერ წარმოებულ სამუშაოებზე.
3614 ვრცლად ნახვა
მდგრადი განვითარება
საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას ისარგებლონ შექცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი.
864 ვრცლად ნახვა
ლიცენზია
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გაცემული ნებართვა, რომელიც ლიცენზიის მფლობელს უფლებას აძლევს, განსაზღვრული პირობების დაცვით განახორციელოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა ან/და საავიაციო სამუშაოები. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ლიცენზია. კანონმდებლო...
1468 ვრცლად ნახვა
ლიზინგი (ფინანსური იჯარა)
თუ პირი ლიზინგით (ფინანსური იჯარით) გასცემს ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებს, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოპერაცია ითვლება საქონლის მიწოდებად. ქონების იჯარა წარმოადგენს ლიზინგს (ფინანსურ იჯარას), თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) იჯარის ვადის დასრულების შემდეგ გათვალისწინებულია ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა ან იჯარის მი...
1951 ვრცლად ნახვა
კულტურული ფასეულობა
შემოქმედებითი პროცესის შედეგად, ნებისმიერი მასალითა და საშუალებით, ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი უძრავი ან მოძრავი ნივთი, რომელსაც აქვს მხატვრული, ესთეტიკური, ეთნოლოგიური, არქეოლოგიური, ისტორიული, რელიგიური, მემორიალური, მეცნიერული, ტექნიკური, ტექნოლოგიური ღირებულება არქეოლოგიის, წინაისტორიული პერიოდის, ისტორიის, ლიტერატურის, ხელოვნების, მ...
934 ვრცლად ნახვა