ანდერძი4219 2012.10.18
ანდერძი
მოანდერძე შეიძლება იყოს მხოლოდ სრულწლოვანი, ქმედუნარიანიპირი…აუცილებელია, რომ ანდერძი შედგენილი იქნასმხოლოდ წერილობითიფორმით,პირადად მოანდერძის მიერ. აუცილებელია იცოდეთ, რომდაუშვებელია ორი ან მეტი პირის მიერ ერთობლივი ანდერძის შედგენა (მხოლოდ მეუღლეებს აქვთ უფლება შეადგინონ ერთობლივი ანდერძი ურთიერთმემკვიდრეობის თაობაზე). ანდერძი შეიძლება იყოს ორი სახის: ე.წ. შინაურული და სანოტარო ფორმით შედგენილი. შინაურული ანდერძი შეიძლება შეადგინოს მოანდერძემ, მოაწეროს ხელი და საკუთარი სურვილისამებრ შეინახოს. თუმცა, სანოტარო ფორმა გაცილებით საიმედოა და გაუგებრობის თავიდან აცილების მხრივაც უმჯობესი. სანოტარო ფორმა გულისხმობს, რომ მოანდერძის მიერ შედგენილი ანდერძი უნდა დაადასტუროს ნოტარიუსმა, ხოლო სადაც ნოტარიუსი არ არის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ. სურვილისამებრ, ანდერძი შეიძლება ჩაიწეროს ნოტარიუსმა, ხოლო მოანდერძემ და მოწმემ ხელი მოაწეროს მას. ნოტარიუსსა და მოწმეს უფლება არ აქვთ, გათქვან ანდერძის შინაარსი. მოანდერძეს თავისი სურვილისამებრ შეუძლია შეცვალოს ან გააუქმოს ანდერძი. გაუქმება შეიძლება მოანდერძის მოთხოვნით ნოტარიუსის ან თავად მოანდერძის მიერ ანდერძის განადგურებით. ანდერძზე აუცილებლად უნდა მიეთითოს თარიღი. თუკი მოანდერძემ შეადგინა ერთზე მეტი ანდერძი, ძალაშია ის, რომელიც უფრო გვიანდელი თარიღით არის შედგენილი. ხოლო თუკი არსებობს შინაურული და სანოტარო ფორმის ანდერძები, ძალაშია სანოტარო ფორმით შედგენილი ანდერძი შედგენის თარიღის მიუხედავად. რაც შეეხება ანდერძის შინაარსს, მოანდერძეს თავისი სურვილისამებრ შეუძლია მიუთითოს, თუ რომელ მემკვიდრეზე რა ქონება გადავა ან განსაზღვროს თითოეული მათგანის წილი. ანდერძით მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ როგორც სრულწლოვნები, ისე არასრულწლოვნები და მამკვიდრებლის სიცოცხლეში ჩასახული ბავშვიც, თუკი იგი დაიბადება მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ათი თვის განმავლობაში. ანდერძის გახსნა და აღსრულება ხდება მხოლოდ მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ.