რას არის პერსონალური მონაცემი?810 2024.06.03
რას არის პერსონალური მონაცემი?

საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მე-3 მუხლის მიხედვით:

პერსონალური მონაცემი არის -

ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება.

 

როდის არის პირი იდენტიფიცირებადი?

ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის:
 

სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით.

 

თუმცა, გარდა პერსონალური მონაცემისა, კანონში ვხვდებით განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს, რომელიც:

უკავშირდება ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს სისხლის სამართლის პროცესში, მსჯავრდებას, ნასამართლობას, ... აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება.

რა არის ბიომეტრიული მონაცემი?

მონაცემთა სუბიექტის ფიზიკურ, ფიზიოლოგიურ ან ქცევის მახასიათებელთან დაკავშირებული მონაცემი, რომელიც მისი უნიკალური იდენტიფიცირების ან ვინაობის დადასტურების შესაძლებლობას იძლევა (მაგალითად, სახის გამოსახულება, ხმის მახასიათებელი, დაქტილოსკოპიური მონაცემი).

რა არის გენეტიკური მონაცემი?

მონაცემთა სუბიექტის შეძენილი ან მემკვიდრეობით მიღებული გენეტიკური მახასიათებელი, რომელიც ბიოლოგიური მასალის ანალიზით მისი ფიზიოლოგიის ან ჯანმრთელობის შესახებ უნიკალურ ინფორმაციას იძლევა.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით, კვლავ შემოგთავაზებთ განმარტებებს.

კითხვების შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით.