რას მოიცავს ქორწინების პირობები?670 2024.05.08
რას მოიცავს ქორწინების პირობები?

სამოქალაქო კოდექსის 1107-ე მუხლის მიხედვით:

დაქორწინებისათვის აუცილებელია:

• საქორწინო ასაკი

• დასაქორწინებელ პირთა თანხმობა

 

რა იგულისხმება ქორწინების ცნებაში?

სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის მიხედვით:

ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

 

რაც შეეხება საქორწინო ასაკს:

• ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან

• შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით

 

წარმოშობს თუ არა ნიშნობა დაქორწინების ვალდებულებას?

•  დასაქორწინებელ პირთა წინასწარი თანხმობა (ნიშნობა) არ წარმოშობს შემდგომში დაქორწინების ვალდებულებას.

ამასთანავე, ნიშნობა არ არის სასამართლოში იძულებითი დაქორწინების მოთხოვნის შესახებ სარჩელის წარდგენის საფუძველი.

რაც შეეხება ნიშნობასთან დაკავშირებულ საჩუქრებს:

ისინი დაუქორწინებლობის შემთხვევაში მხარეებს უკან უბრუნდებათ.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა ჩნდება.

კითხვების შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით.