მფლობელობა VS საკუთრება - რა განსხვავებაა მათ შორის?809 2024.05.01
მფლობელობა VS საკუთრება - რა განსხვავებაა მათ შორის?

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა - რა სხვაობაა მათ შორის?

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის მიხედვით:

-  მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით.

 

- მფლობელად არ ითვლება ის პირი, რომელიც, თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე, მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ, და რომელსაც ნივთის ფლობის უფლებამოსილება მიღებული აქვს ამ პირისაგან. მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ უფლებამოსილების მიმნიჭებელი.

ხოლო 170-ე მუხლის შესაბამისად:

- მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით(ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

- სარგებლობის უფლება მოიცავს ასევე შესაძლებლობას, არ ისარგებლოს პირმა თავისი ნივთით...

 

რა განსხვავებაა მათ შორის?

მფლობელობის არსი

მფლობელობა არის პირის ფაქტობრივი ნებითი ბატონობა ნივთზე.

 

ნივთზე მფლობელობა არის ფაქტობრივი პროცესი და არა უფლება, მაგრამ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, მისი სამართლებრივი მდგომარეობა უტოლდება - უფლებას.

სამოქალაქო კოდექსი განასხვავებს მფლობელობის სახვადასხვა სახეს:

• პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელობა

• ერთპიროვნული მფლობელობა და თანამფლობელობა

 

საკუთრების არსი

საკუთრების უფლების არსებითი შინაარსი გამოიხატება სწორედ მის ექსკლუზიურობაში, რაც ნიშნავს ყველა ადამიანის გამორიცხვას პირის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და განკარგვისგან.

 

საკუთრების უფლება განსაკუთრებულია იმდენად, რამდენადაც თითოეულ ადამიანს აქვს მუდმივი მოთხოვნილება იმისა, დაცული იყოს საკუთარი უფლება და მის საკუთრებაში არსებული ქონება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განასხვავებს საკუთრების რამდენიმე სახეს:

• ერთპიროვნული საკუთრება

• საერთო (თანაზიარი/წილადი) საკუთრება

• ბინის საკუთრება მრავალბინიან სახლში

 

ამდენად:

ნივთის მფლობელი იყენებს ნივთს დანიშნულების შესაბამისად, თუმცა ის უფლებამოსილი არ არის განკარგოს ის - მაგალითად, გაყიდოს, გააქირავოს ან რაიმე სახის გარიგება დადოს მესაკუთრის თანხმობის გარეშე.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა ჩნდება.

კითხვების შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით.