ქონება არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.
ქონების ცნება მოიცავს არამხოლოდ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებს, ასევე მათთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობის შეძენას, ფლობას, სარგებლობას, განკარგვასაც, რაც ამ ქონების მდლობელს განსაზღვრულ მატერიალურ სარგებელს ანიჭებს.
სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე.
მიწის ნაკვეთი არის მიწის ზედაპირის ის ნაწილი, რომელიც სივრცობრივადაა განსაზღვრული და რეგისტრირებულია საკადასტრო კოდით მარეგისტრირებელ ორგანოში. ნორმიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთს განეკუთვნება, ასევე, ნაკვეთის ქვეშ არსებული სივრცეც.
ხოლო, მოძრავი ნივთების შემთხვევაში, კოდექსისეული განმარტება არ გვაქვს. მოძრავ ნივთად უნდა ჩაითვალოს ყველა ის ნივთი, რომელიც არ არის უძრავი.
თუმცა, აქვე უნდა გითხრათ ისიც, რომ იურიდიული ფიქციის მეშვეობით, შესაძლებელია მოძრავი ნივთი უძრავად ჩაითვალოს და მასზე გავრცელდეს სწორედ უძრავი ნივთების მარეგულირებელი სამართლებრივი რეჟიმი. მაგალითად: მექანიკური სატრანსპორტო, საფრენი და მცურავი საშუალებების შემთხვევაში.
მანქანა?
აგარაკი?
წიგნი?
თოვლი?
ჰაერი?
გემი?
ტელეფონი?
კითხვების შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით.
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების სამართალი?
რას მოიცავს საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია?
სიურპრიზი ავტომობილის შეძენისას...
რას არის პერსონალური მონაცემი?
როგორ ხდება საკუთრების შეძენა მოძრავ ნივთებზე?
რა არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი?
იურიდიული პირის ცნება და ნიშნები
რას მოიცავს ქორწინების პირობები?