როგორ გასცემს მშობელი უნებლიედ ბავშვის პირად მონაცემებს?1342 2020.06.15
როგორ გასცემს მშობელი უნებლიედ ბავშვის პირად მონაცემებს?

ერთი შე­ხედ­ვით, თით­ქოს ცუდი არა­ფე­რია იმა­ში, თუ ჩვე­ნი ახალ­შო­ბი­ლის ან არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის ფო­ტო­სუ­რა­თებ­სა და მათ შე­სა­ხებ სხვა პი­რად ინ­ფორ­მა­ცი­ას „ფე­ის­ბუქ­ში“, „ინ­სტაგ­რამ­სა“ და სხვა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­ვავ­რცე­ლებთ, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად, ასე­თი ქმე­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა, გარ­კვე­უ­ლი რის­კე­ბის მომ­ცვე­ლი იყოს.

პირ­ველ რიგ­ში, ბავ­შვის ფო­ტო­ე­ბი­სა და მის შე­სა­ხებ სხვა პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის ხში­რად გავ­რცე­ლე­ბამ შე­იძ­ლე­ბა, მის უფ­ლე­ბას არ­ღვევ­დეს კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის შე­სა­ხებ. ბავ­შვი 5 წლის ასა­კი­დან იწყებს სა­კუ­თარ თავ­ზე აზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას, გა­რე­სამ­ყა­რო რო­გორ აღიქ­ვამს მას. ამ დროს მისი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა, რად­გან იმ ფო­ტო­ებ­მა (მა­გა­ლი­თად, აბა­ზა­ნის მი­ღე­ბი­სას), მხი­ა­რულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ ბავ­შვის ქცე­ვის შე­სა­ხებ, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა, ბავ­შვს უხერ­ხუ­ლო­ბა შე­უქ­მნას. ამას­თან, „ფე­ის­ბუქ­სა“ და „ინ­სტაგ­რამ­ზე“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი არას­რულ­წლოვ­ნებ­ში ბუ­ლინ­გის მი­ზე­ზიც ხში­რად ხდე­ბა-ხოლ­მე.

კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია ბავ­შვის უსაფრ­თხო­ე­ბა. თუ მის შე­სა­ხებ ყვე­ლა სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებთ: მის სკო­ლა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი, იმ ბა­ღის ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ხში­რად თა­მა­შობს და ა.შ, არ­სე­ბობს თუ არა რის­კე­ბი, ბავ­შვი საფრ­თხე­ში ჩა­ვაგ­დოთ?!

არე­გუ­ლი­რებს თუ არა ბავ­შვის პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვას კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ უფ­რო­სებ­მა, სა­ნამ მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და ფო­ტო­ებს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბენ, ამის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნია OK&CG-ის დამ­ფუძ­ნე­ბელს, ად­ვო­კატ ოთარ კა­ჭ­კა­ჭაშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ:

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით რო­გორ არის და­ცუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი?

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით ბავ­შვი, ისე­ვე რო­გორც ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი წარ­მო­ად­გენს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თა­ნა­ბა­რუფ­ლე­ბი­ან წევ­რს. შე­სა­ბა­მი­სად, ზრდას­რულ ია­და­მი­ა­ნის, მისი პი­რად ცხოვ­რე­ბის, პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის და­სა­ცა­ვად არ­სე­ბუ­ლი­დათ­ქმე­ბი ვრცელ­დე­ბა არას­რულ­წლოვ­ნებ­ზეც. უფრო მე­ტიც, მშობ­ლებს და უფ­რო­სებს გვმარ­თებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით მო­ვე­კი­დოთ ბავ­შვის პი­რად მო­ნა­ცე­მებს, რად­გან ისი­ნი თა­ვი­ან­თი ასა­კის გამო ვერ აა­ნა­ლი­ზე­ბენ და ვერ უწე­ვენ კონ­ტროლს ჩვენს მოქ­მე­დე­ბას, როცა მათ შე­სა­ხებ პი­რად ინ­ფორ­მა­ცი­ას ვავ­რცე­ლებთ.

სა­ინ­ტე­რე­სოა, არ­ღვევს თუ არა მშო­ბე­ლი ამ კა­ნონს, როცა მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თუნ­დაც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ვეყ­ნებს?

კა­ნონ­ში არ არ­სე­ბობს ჩა­ნა­წე­რი იმის შე­სა­ხებ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მშო­ბელ­მა ან ზო­გა­დად, უფ­როს­მა უნდა გა­ნა­თავ­სოს თუ არა ბავ­შვთან და­კავ­ში­რე­ბით ფო­ტო­მა­სა­ლა ან რა­ი­მე ტი­პის ვი­დე­ო­მა­სა­ლა, მაგ­რამ ყვე­ლა კა­ნო­ნი, ყვე­ლა დათ­ქმა და მშობ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბა უნდა იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბავ­შვის უპი­რა­ტეს ინ­ტე­რე­სებ­თან. სწო­რედ ამი­ტომ, მე ვფიქ­რობ, რომ თუკი იმ­დაგ­ვა­რი ფო­ტო­მა­სა­ლა გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ბუ­ლინ­გის საფრ­თხეს შე­ი­ცავს (და ასე­თი მა­გა­ლი­თე­ბი ძა­ლი­ან ბევ­რი არ­სე­ბობს დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში), დამ­ნა­შა­ვე გა­მო­დის მხო­ლოდ და მხო­ლოდ მშო­ბე­ლი, რო­მელ­მაც მისი გა­სა­ჯა­რო­ე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. შე­სა­ბა­მი­სად, ამ კუ­თხით საფრ­თხის­შემ­ცვე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს მშობ­ლის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა.

ხდე­ბა თუ არა ამ დროს ბავ­შვი და­უც­ვე­ლი?

თუ წარ­მო­ვიდ­გენთ, რომ ბავ­შვი გა­ი­ზარ­და, წლე­ბი მო­ე­მა­ტა და მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი ბავ­შვის შე­სა­ხებ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ნახა, რო­მე­ლიც უხერ­ხუ­ლო­ბას უქ­მნის, ვფიქ­რობ, რომ ამან მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გავ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა მო­ახ­დი­ნოს არას­წულ­წლო­ვან­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით, მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში.ამას­თან, ასეთ­მა ფო­ტო­ებ­მა და ინ­ფორ­მა­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა, არას­რულ­წლოვ­ნი­სა და მისი თა­ნა­ტო­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზეც მო­ახ­დი­ნოს ზე­გავ­ლე­ნა.

ასეთ შემ­თხვე­ვებ­ზემ­რა­ვა­ლი სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კა არ­სე­ბობს უცხო­ეთ­ში, რო­დე­საც არას­რულ­წლოვ­ნებ­მა სარ­ჩე­ლი აღ­ძრეს თა­ვი­ან­თი მშობ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ამ­დაგ­ვა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბი აკ­რძალ­ვას­თან ან წაშ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, სა­ნამ ბავ­შვის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას გა­დავ­წყვეტთ?

კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მო­ვე­რი­დე­ბით და თით­ქმის ნუ­ლამ­დე და­ვიყ­ვა­ნოთ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის, ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის შე­სა­ხებ პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას, რად­გან ეს არის ჩვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი და ჩვე­ნი პი­რა­დი გვერ­დი, ამი­ტომ იქ უნდა ვაქ­ვეყ­ნებ­დეთ ჩვენ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მშობ­ლე­ბის მიერ „ფე­ის­ბუქ­ზე“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ბავ­შვის ფო­ტო­ე­ბი ისეთ გვერ­დებ­ზე და ისე­თი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი და არა­ე­თი­კუ­რი ფორ­მით მოხ­ვედ­რი­ლა, რომ მშობ­ლებს სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვაც და­უ­წყი­ათ ამ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად.

ბავ­შვის შე­სა­ხებ პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბით შევ­ძლებთ ასე­თი არა­სა­სურ­ვე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას, რად­გან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი უკონ­ტრო­ლოა და იქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გამო ადა­მი­ა­ნებს ყო­ველ­დღი­უ­რად უწევთ ბუ­ლინ­გის, მათ შე­სა­ხებ შეც­დო­მა­ში შემყვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და სხვა უფრო მძი­მე პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა.

წყარო: ambebi.ge