კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი
საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტი.
1104 Read More
კვალიფიკაციის ამაღლება
სწავლების პროცესი, რომლის მიზანია გარკვეულ სფეროში კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ დამატებით ახალი პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების დახვეწა.
1069 Read More
კვალიფიკაცია
კონკრეტულ შრომით საქმიანობაში პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციათა ფლობის დონე; პროფესიული უმაღლესი განათლების შესაბამის კვალიფიკაციებს განსაზღვრავს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო.
1354 Read More
კერძო პირი
ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის საჯარო პირი ან ადმინისტრაციული ორგანო.
2264 Read More
უზენაესი სასამართლოს განმარტება არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებაზე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სამოქალაქო კოდექსის 413–ე მუხლით გათვალისწინებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე. აღნიშნული სამოქალაქო საქმე ეხებოდა ნ. ს–ძის სარჩელს, რომლითაც იგი მოპასუხისგან მოითხოვდა ხანძრის შედეგად ქონების განადგურებით გამოწვეული მორალური ზიანი...
1421 Read More
პატიმრობა ხმამაღალი სიცილისათვის
ხმამაღალი სიცილისათვის ლონგ–აილენდზე მცხოვრები 41 წლის რობერტ შიაველი დაისაჯა. მას სასამართლომ 500 დოლარიანი ჯარიმა დააკისრა და 30 დღით თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯა. შიაველის წინააღმდეგ სარჩელი მისმა მეზობლებმა შეიტანეს. ისინი რობერტს ხმამაღალი სიცილით საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში სდებდნენ ბრალს. 41 წლის მამაკაცი დედასთან ერთად ცხოვრ...
1108 Read More
კომერციული რეკლამა
რეკლამა საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ, რომელიც ემსახურება მეწარმის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, კომერციული იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, კომერციული იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.
2306 Read More
კოლექტიური ხელშეკრულება
ხელშეკრულება დამსაქმებელს, საწარმოს, ორგანიზაციას, დაწესებულებასა და პროფესიული კავშირის ორგანიზაციას შორის, რომელიც არეგულირებს მხარეთა შრომით, სოციალურ და პროფესიულ ურთიერთობებს.
1974 Read More
კლირინგი
მოთხოვნისა და ვალდებულებების ურთიერთჩათვლაზე დაფუძნებული საშინაო და საერთაშორისო უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა სავაჭრო და სხვა ოპერაციებისათვის
2244 Read More