სოციალიზაცია
ბავშვის პიროვნების სოციალურ-კულტურული ჩამოყალიბების, მის მიერ საზოგადოებრივი ქცევის ნორმების ფსიქოლოგიური მექანიზმებისა და სოციალურ ღირებულებათა ათვისების პროცესი.
1763 Read More
სოციალური დახმარება
ნებისმიერი სახის, ფულადი ან არაფულადი ხასიათის სარგებელი, რომელიც განკუთვნილია სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირისათვის, ღატაკი ოჯახისათვის ან უსახლკარო პირისათვის.
1195 Read More
სისხლის სამართლის პროცესი
გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის, სასამართლოსა და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეთა კანონით მოწესრიგებული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ამ კოდექსის მუხლით გათვალისწინებული ამოცანების გადასაწყვეტად.
1915 Read More
სისხლისსამართლებრივი დევნა
ამ კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონებით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების უზრუნველყოფა.
1467 Read More
სოციალური მომსახურება
საქმიანობა, რომლის მიზანია არაფულადი სოციალური დახმარების მეშვეობით სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირის, ღატაკი ოჯახის ან უსახლკარო პირის სპეციფიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება.
1356 Read More
ფილანთროპები საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ?
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ამზადებენ კანონპროექტს, რომლითაც განისაზღვრება ვინ არის ფილანთროპი, როგორ ეხმარება სხვებს და რა შეღავათები ექნება ამის გამო. პარლამენტი აღნიშნული პროექტის გახილვას გაზაფხულზევე გეგმავს. თუ ბიზნესმენი ქველმოქმედებისთვის თანხას გაიღებს, კანონით ერგება შეღავათი - კერძოდ, მის მიერ გაღებული ...
1398 Read More
სააგენტო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახური.
1034 Read More
როტაცია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების დიპლომატიური თანამდებობის პირთა ურთიერთშენაცვლება.
2218 Read More
რისკის მართვა
რისკის შეფასებისაგან განსხვავებული პროცესი, რომლის დროსაც რისკის შეფასების შედეგების გათვალისწინებით ხდება გადაწყვეტილების შერჩევა შესაძლო ალტერნატივებს შორის სამართლებრივი ნორმების ფარგლებში.
1126 Read More