ავტონომიური რეგლამენტირების უფლება
ეროვნული ბანკის უფლება დამოუკიდებლად, სხვა პირებისა და ორგანოების ჩაურევლად მოამზადოს და მიიღოს (გამოსცეს) სამართლებრივი აქტი.
1054 Read More
ავტონომია
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი ერთეულის თავისუფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა.
1218 Read More
ავალი
სათამასუქო თავდებობა. საჩეკო თავდებობა.
1126 Read More
ადმინისტრაციული ხელშეკრულება
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.
2823 Read More
ადმინისტრაციული წარმოება
ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
2064 Read More
კანონპროექტი მომხმარებელთა უფლებებისთვის
“გაყიდული საქონელი უკან არ ბრუნდება”, – ასეთი შინაარსის წარწერას მაღაზიებში უახლოეს მომავალში სავარაუდოდ ვეღარ შეხვდებით, შეძენილი საქონლის დაბრუნების, გადაცვლის, შეკეთებისა და სხვა ნორმებს “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონი დაარეგულირებს. “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონი 2012 ...
1095 Read More
ადმინისტრაციული საჩივარი
დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგან...
1993 Read More
ადმინისტრაციული ბარიერი
სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს მიერ შესაბამისი კანონმდებლობით მასზე დელეგირებული უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენება (ზედმეტი დოკუმენტების მოთხოვნა, ეკონომიკური საქმიანობის დაწყებისთვის აუცილებელი დოკუმენტების გაცემის დაუსაბუთებელი შეფერხება და სხვა).
1139 Read More
ადვოკატურა, საადვოკატო ბიურო, ფირმა
ორგანიზაციული წარმონაქმნი, სადაც მუშაობენ საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადვოკატთა კოლეგიების წევრები, აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილნი არიან აწარმოონ საადვოკატო საქმიანობა.
1976 Read More