საადვოკატო ბიურო „OK & CG“ - ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი -  წლების მანძილზე წარმატებით მოღვაწეობს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და კლიენტებს სთავაზობს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.   ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად იმისთვის, რომ კლიენტებისთვის შევქმნათ კომფორტული, მოქნილი, სწრაფი და მაღალი ხარისხის მომსახურება - სწორედ ამით გამოირჩევა „OK&CG“ სხვა საადვოკატო ბიუროებისგან.   „OK&CG“-ის მთავარი პრინციპი სანდოობაა, სწორედ ამიტომ, ჩვენთან კლიენტების კონფიდენციალურობა 100%-ით დაცულია!  ბიურო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს წარმომადგენლობით მომსახურებას უწევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის, საგადასახადო, ფინანსურ საკითხებზე სასამართლოში, არბიტრაჟში, მესამე პირებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებში; იგი სამართლებრივ დახმარებას უწევს კლიენტებს დოკუმენტების მომზადებაში, ეწევა უფასო იურიდიულ კონსულტაციას, როგორც პირადად, ოფისში გასაუბრებით, ასევე ონლაინ რეჟიმით.   

ეთერ ერაძე
ადვოკატი

2016 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2017 წელს კი ჩააბარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე კერძო-ბიზნეს სამართლის მიმართულებით.

 

2011-2012  წლებში აქტიურად მონაწილობდა „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის“ მიერ ორაგნიზებულ საგანმანათლებლო პროექტებში.

2012 -2015 წლებში იყო „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის“ აქტიური წევრი და მონაწილეობა აქვს მიღებული ორგანიზაციის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა თუ იმიტირებულ პროცესში.

2015 -2016 წლებში იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს სტაჟიორი სამოქალაქო/ადმინისტარციული სამართლის კოლეგიაში.

2016 წელს გაიარა სტაჟირების 3 თვიანი კურსი -საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის იურიდიულ დეპარტამენტში.

2017 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალობის განხრით.

თავისუფლად ფლობს ქართულსა და ინგლისურ ენებს, ასევე საშუალო დონეზე ფლობს რუსულ ენას.

 

ეთერ ერაძე 2016 წლის დეკემბრიდან დღემდე  საადვოკატო ბიურო „OK&CG”-ის გუნდის წევრია.

ETERERADZE@MYADVOKAT.GE032 2 47 67 67 / 032 2 47 87 87