error2051 2017.07.14
ირღვევა თუ არა კერძო სექტორში დასაქმებული დედების უფლებები მშობიარობის შემდეგ – რა ბერკეტები აქვს სა
მარტოხელა მშობლის უფლებებს საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლი არეგულირებს. საჯარო სეტორში მომუშავეს დედების უფლებებს კანონი აბალანსებს. შეღავათები სადეკრეტო შვებულებებზეა გათვლილი. სადეკრეტო შვებულებისთვის გამოყოფილია, 750 დღე, აქედან ანაზღაურებადია დაახლოებით 180 დღე. ოდნავ განსხვავებული მონაცემებია ტყუპებთან მიმართებაში და მათთვის, ვისაც მშობიარობის დროს რაიმე სახის გართულება ჰქონდა, ხოლო იმ დედებისთვის, რომლებსაც არ აქვთ საშუალება საკუთარი შვილებისთვის ანაზღაურებადი მომვლელი დაიქირავონ, განკუთვნილია დამატებითი საშეღავათო დღეები, რომლის გარკვეული კატეგორიაც, ასევე ანაზღაურებადია. იურისტების ინფორმაციით აღნიშნული საკანონმდებლო ბაზის გადახედვა ხელისუფლების მხრიდან პერიოდულად ხდება, თუმცა გაცილებით რთულია ვითარება კერძო სექტორში. ხშირად დამქირავებელი დეკრეტული შვებულების შემდეგ, სამსახურიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ათავისუფლებს დასაქმებულს.სახელმწიფოს ამ შემთხვევაში არ აქვს მკვეთრი რეაგირების უფლება და კერძო კომპანიის საქმიანობაში ჩარევის შესაძლებლობა. წამოწყებული კონფლიქტი ხშირად სასამართლოში ინაცვლებს. როგორც ადვოკატები განმარტავენ აღნიშნული საკითხის დარეგულირება სახელმწიფოს მხრიდან საკმაოდ პრობლემურია. „ჩვენს საკონსულტაციო ცენტრში ხშირად შემოდის ზარები, რომელიც ზოგადად ქალების პრობლემას ეხება. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ ხშირია დისკრიმინაციული მიდგომები დამსაქმებლისგან, ზოგადად ქალების მიმართ, არ აქვს მნიშვნელობა იმას,ქალი მარტოხელა იქნება თუ არა. ამ საკითხის დარეგულირება სახელმწიფოს მხრიდან არის პრობლემური საკითხი. ეს დამსაქმებლები არიან იურიდიული პირები, რომელთაც სახელმწიფო გარკვეული სახის სანქციებს ვერ უწესებს, თუმცა მე ვთვლი,რომ ეს გამოუვალი მდგომარეობა არ არის, შესაძლებელია, რომ კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შედეგად, შეიქმნას შრომითი ინსპექციის სამსახური და მან გარკვეული კვაზი საგამოძიებო სამსახურის ფუნქცია შეითავსოს. ამ სამსახურის მხრიდან აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება ჯერჯერობით არ ხდება . მოცემული ფაქტის შემთხვევის დაფიქსირების მიზნით, ინსპექციამ უნდა შეძლოს აღნიშნული ფაქტი გამოიკვლიოს . მაგალითად, როგორ ახასიათებენ გათავისუფლებულს, მოიძიონ მასზე ინფორმაცია, ასევე, გამოიკვლიოს გათავისუფლების რეალურ მოტივი. გათავისუფლების ფაქტები ხშირად ხდება სადეკრეტო შვებულების შემდეგ, როდესაც თავის კუთვნილ ადგილას აღარ აღადგენენ თანამშრომელს. ამ შემთხვევაში, როცა დავა სასამართლოში გრძელდება, დამსაქმებელს აქვს ერთი სტანდარტული პასუხი, რომ სამსახურში მოხდა რეორგანიზაცია და აღნიშნული შტატი გაუქმდა, ასეთ დროს სასამართლოსაც აღარაფერი შეუძლია, მიუხედავად იმის, რომ ხშირ შემთხვევაში, ამართლებს მომჩივანს. რეალობაში კი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას დამსაქმებლები ხელოვნურად ქმნიან “, -განაცხადა საადვოკატო ბიურო OK & CG-ის ადვოკატმა ქეთევან ქავთარაძემ, თუმცა ადვოკატის ინფორმაციით, არიან კერძო სექტორის ისეთი წარმომადგენლებიც, რომლებიც კეთილსინდისიერად იქცევიან. ქეთევან ქავთარაძის ინფორმაციით, ხშირია შემთხვევები, როდესაც დეკრეტული შვებულება არ ნაზღაურდება. „საკმაოდ ხშირად, როდესაც ქალები დეკრეტულ შვებულებაში გადიან, მათი დეკრეტი არ ნაზღაურდება, არის ისეთი ფაქტებიც, როდესაც ზოგიერთი კეთილსინდისიერი დამსაქმებელი იმაზე მეტს უხდის დეკრეტული შვებულების თანხას, ვიდრე ამას კანონი არეგულირებს, თუმცა, სამწუხაროდ, დისკრედიტაციის შემთხვევები საკმაოდ ხშირია“, -აღნიშნა ქეთევან ქავთარაძემ. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული პრობლემა საჯარო სექტორში დასაქმებულ ქალებს არ უდგათ და სახელმწიფოს მხრიდან საკითხი დაბალანსებულია, თუმცა კანონში ახალი პლატფორმის შეტანა პერიოდულად მიმდინარეობს. „სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური მოვალეობაა იზრუნოს მარტოხელა მშობლებზე, ზოგადად, დასაქმებულ ქალებზე და ამ მხრივ საგულისხმოა, რომ პერიოდულად ხდება პლატფორმის გადახედვა, ამას არეგულირებს ასევე, შრომის კოდექსიც, თუმცა აუცილებელია დამატებითი მექანიზმების შემოღებაც, ეს სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა“, -განცხადა ადვოკატმა, ანა გორდეზიანმა. იურისტების ინფორმაციით, კანონში არსებული რესურსი იძლევა საშუალებას, აღნიშნული საკითხი მეტ-ნაკლებად კონტროლს დაექვემდებაროს კერძო სექტორებშიც. რაც შეეხება სტატისტიკას, ამ ეტაპზე, ქვეყანაში არ არის აღრიცხული, თუ რა პროცენტული მაჩვენებლით ირღვევა ქალის უფლებები კერძო სექტორში.
სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა