error1695 2017.06.27
ხრიკი,რომელსაც თავდებობის შემთხვევაში იყენებს საბანკო დაწესებულება
ჩვენ ირგვლივ უამრავი ადამიანი მის ნათესავს, მეგობარს, ახლობელს ან უბრალოდ მეზობელს უარს არ ეუბნება თავდებობაზე,რადგან ჰგონია ,რომ ეს მისთვის არანაირ რისკს არ შეიცავს. თუმცა,როცა მისი ნაცნობი (ძირითადი მოვალე) თანხას ვერ იხდის,მას(თავდებს) უწევს იმ მძიმე ტვირთის საკუთარ თავზე აღება,რასაც ასობით ან ათასობით ლარის გასტუმრება ჰქვია. სანამ თავდებობასთან დაკავშირებით ხელშეკრულებაზე ხელს მოაწერთ გაითვალისწინეთ ,რომ არსებობს 2 ტიპის თავდებობა: თავდებობა და სოლიდარული თავდებობა. პირველ შემთხვევაში, თავდებს პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოვალე იქნება გადახდისუუნარო, სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანსკნელის ვალდებულების შესასრულებლად". ხოლო სოლიდარული თავდებობის დროს, ძირითადი მოვალის მიერ სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში შესაძლოა კრედიტოფიცერმა პირდაპირ თავდებ პირს მოსთხოვოს სესხის დაფარვა. კანონი მას ანიჭებს უფლებამოსილებას, თავად გააკეთოს არჩევანი ვის დააკისროს სესხის გადახდის პასუხისმგებლობა. ამ ხერხს ხშირად იყენებენ საბანკო დაწესებულებები და ხელშეკრულებაში სოლიდარულ თავდებად მოიხსენიებენ თავდებობის მსურველ პირს. ამიტომ მნიშვნელოვანია, სანამ ხელს მოაწერთ ხელშეკრულებაზე, მანამდე კარგად დააკვირდეთ სახელშეკრულებო პირობებსა და ვალდებულებებს. ზუსტად განსაზღვრეთ, ხელშეკრულებაში თავდებად ხართ მითითებული თუ სოლიდარულ თავდებ პირად... ეს სამომავლოდ მოულოდნელ პრობლემებს აგარიდებთ თავიდან.
სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა