error1167 2017.03.30
რატომ აბრუნებენ საქართველოს მოქალაქეებს ისრაელის საზღვრიდან?

2 დღის წინ ისრაელიდან დეპორტირებული საქართველოს 13 მოქალაქე სამშობლოში უკვე დაბრუნდა. მოგზაურთა ჯგუფი, რომელიც ისრაელში წმინდა ადგილების მოსალოცად მიდიოდა, მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს. ჯგუფის წევრებს შორის არასრულწლოვნები და სასულიერო პირიც იყვნენ. ისრაელში საქართველოს კონსულის ალექსანდრე ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების დეპორტირების მიზეზი "მოუწესრიგებელი საბუთები" გახდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ისრაელში გამგზავრების მსურველ მოქალაქეებს საზღვრიდან მოუწიათ დაბრუნება. თებერვალში რამდენიმე დეპორტირებულმა მოქალაქემ ბრიფინგიც კი გამართა და ისრაელელი მესაზღვრეების არაადამიანურ მოპყრობასა და დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. დეპორტირებულთა ინფორმაციით, მესაზღვრეებმა ისინი უკანონოდ დააკავეს და დამამცირებლად მოეპყრნენ. ბრიფინგს საქართველოში ისრაელის ელჩი შაბთაი ცურისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის,დავით ზალკალიანის შეხვედრა მოჰყვა. შეხვედრაზე მხარეებმაორ ქვეყანას შორის აღნიშნული მიმართულებით უკვე არსებული კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელებისა და უახლოეს მომავალში საკონსულო კონსულტაციების მორიგი რაუნდის ჩატარებისათვის მზაობა დააფიქსირეს.ელჩის განცხადებით, შესწავლილი იქნება მესაზღვრეების თაობაზე საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოთქმული ყველა პრეტენზია. მან არ გამორიცხა მესაზღვრეთა გადაცდომის შესაძლო ფაქტებიც. ცნობისთვის, 2017 წლის თებერვალში ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, საქართველოს მოქალაქეთა მიერ თავშესაფრის მიღების მიზნით წარდგენილი განცხადებები, თუ არ იარსებებს რეალური მიზეზი, არ დაკმაყოფილდება. ისრაელის სახელმწიფოს შეფასებით, საქართველოში არავის ემუქრება რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფუძვლიანი საფრთხე. ტელეკომპანია "იბერიასთან" საუბრისას ელჩმა განმარტა, რომ თავშესაფრის მიღების პროცედურის ცვლილების მიზეზი საქართველოდან ჩასულ იმ ადამიანთა რიცხვის მკვეთრი ზრდა იყო, რომლებიც ისრაელში ტურისტებად მიდიოდნენ,თუმცა შემდეგ თავშესაფარს ითხოვდნენ, რაცისრაელში მუშაობის 3-წლიანი უფლების მინიჭებასაც ნიშნავს. "მე მსურს საქართველოს მოქალაქეებს ავუხსნა, რომ ისრაელის მონახულება არ ნიშნვას იმას, რომ იქ მუშაობის ან თავშესაფრის მოთხოვნის უფლება გექნება. აქ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა 2016 წელს, მაგრამ როდესაც სტატისტიკას გადავხედეთ, ძალიან გაზრდილია საქართველოდან წასული იმ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც იქ თავშესაფარი აღმოიჩინეს, არალეგალურად აღმოჩნდნენ. ეს რიცხვი ძალიან გაიზარდა"-განაცხადა დიპლომატმა.ცნობისთვის, უვიზო რეჟიმი საქართველოსა და ისრაელს შორის 2014 წლის მარტში ამოქმედდა. 2015 წელს ისრაელიდან საქართველოში დაახლოებით 70 000 ტურისტი ჩამოვიდა, ხოლო 2016 წელს – 100 000, საქართველოდან 2016 წელს დაახლოებით 13 188 ტურისტი ჩავიდა ისრაელში.

სხვა სიახლეები
15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

16 იან

სამშენებლო ობიექტებზე, სასტუმროებსა და რესტორნებში სამუშაო დრო 48-დან 40 საათამდე შემცირდა