error9588 2017.03.16
საუკეთესო ფილმები სამართალსა და იურისტებზე

ფილმები სამართლისა და იურისტების შესახებ ყოველთვის განსაკუთრებით საინტერესოა. დაძაბული სასამართლო პროცესები, არგუმენტირებული კამათი, გამარჯვებები და იმედგაცრუებები, პრინციპული ადვოკატები და მკაცრი მოსამართლეები მაყურებელს აღაფრთოვანებს. გადავავლოთ თვალი საუკეთესო ფილმებს სამართლისა და იურისტების შესახებ: 12 განრისხებული მამაკაცი/ 12 Angry man –სიდნი ლუმიეს კინოკლასიკად ქცეული ფილმი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ. ფილმის მიმდინარეობისას 12-ვე ნაფიცი მსაჯული გადის მძიმე და ემოციურ გზას საბოლოო გადაწყვეტილებამდე, რომელზეც მოზარდი ბიჭის სიცოცხლეა დამოკიდებული. ნუ მოკლავ ჯაფარას/ To kill a Mockingbird - ჰარპერ ლის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით გადაღებული ეს ფილმი საუკეთესოდ ასახავს მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე ამერიკაში არსებულ რასობრივ დისკრიმინაციას და იმასაც, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს თუნდაც ერთი ადამიანის პრინციპულ, სამართლიან პოზიციას. იურისტი ატიკუს ფინჩის როლს ფილმში ჰოლივუდის ლეგენდა გრეგორი პეკი თამაშობს. ბრალდების მოწმე/Witness for the Prosecution - საოცრად დამაინტრიგებელი და ემოციური ფილმი არაჩვეულებრივი მარლენ დიტრიხის მონაწილეობით, ერთი ჩახლართული საქმის სასამართლო პროცესზე მოგვითხრობს, რომელიც სრულიად მოულოდნელი შედეგი8თ სრულდება. ნიუმბერგის პროცესი/Judgment at Nuremberg- ფილმი ნიუმბერგის ცნობილი პროცესის შესახებ მოგვითხრობს. ისტორიული საქმის განხილვის პარალელურად კი ადამიანები საკუთარი მორალური პრინციპების შესახებ მნიშვნელოვან აღმოჩენებს აკეთებენ. ერინ ბროკოვიჩი/Erin Brockovich - ნამდვილ ამბავზე დაფუძნებულმა ამ ფილმმა ჯულია რობერტსს ოსკარი და საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ეს ფილმი საუკეთესო ილუსტრაციაა იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ლინკოლნი ადვოკატისთვის/THE LINCOLN LAWYER - ფილმი მოგვითხრობს ადვოკატზე, რომელსაც პატარ-პატარა საქმეებზე მუშაობის შემდეგ ეძლევა შანსი ძალიან მნიშვნბელოვან და მასშტაბურ საქმეზე დაიწყოს მუშაობა. მეთიუ მაკკონაჰთან ერთად ფილმში მთავარ როლს მისი ავტომობილი - ლინკოლნიც თამაშობს, რომელიც მარტოხელა იურისტის სახლადაა ქცეული. უდიდესი მოდებატეები/The Great Debaters- ეს ფილმი შთაგონებაზეა, რომელიც ადამიანებს ძალას აძლევს ცხოვრების ყველაზე დიდ გამოწვევებსაც კი გაუმკლავდნენ. არსებობს კიდევ უამრავი შესანიშნავი ფილმი, რომელიც იურისტების სამყაროს „შიდა“ მხარეს და მათი საქმიანობის სირთულეებს გვაჩვენებს. თქვენ რომელ ფილმს დაამატებდით ჩვენს სიას?

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა