error989 2017.03.15
საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა მოთავსების მაჩვენებელი გაიზარდა
ევროპის საბჭოს ანგარიშის მიხედვით, 2014-2015 წლებში საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებში პატიმართა მოთავსების მაჩვენებელი გაიზარდა. ევროპის საბჭოს ანგარიშის მიხედვით, 2014-დან 2015 წლამდე პერიოდში პატიმრების რაოდენობა ევროპულ ციხეებში 6.8%-ით შემცირდა, თუმცა ციხეების პატიმრებით გადატვირთულობა ევროპის 15 ქვეყანაში პრობლემად რჩება. ანგარიშის თანახმად, 2015 წელს ევროპის მასშტაბით პენიტენციურ დაწესებულებებში 1 404 398 ადამიანი იყო განთავსებული, რა მაჩვენებელიც წინა ანგარიშში მოცემულ ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7%-ითაა შემცირებული. აღნიშნულ პერიოდში ციხის საკანში მოთავსების ინდექსი მნიშვნელოვნად შემცირდა საბერძნეთში (-18,8%), ხორვატიაში (-10,2%), დანიაში (-11,9%), ჩრდილოეთ ირლანდიაში (-9,7%), ჰოლანდიაში (-9,5%), ლიტვაში (-8,8%), რუმინეთში (-8,6%) და სლოვენიაში (-8.2%). აღნიშნული ინდექსი ყველაზე მეტად გაიზარდა საქართველოში (+20.5%), მაკედონიაში (+12%), თურქეთში (+11.6%), ჩეხეთში (+11.4%) და ალბანეთში (+10.3%). ციხის საკანში მოთავსების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ რუსეთს (439.2 პატიმარი 100 000 მოსახლეზე), ლიტვა (277.7), საქართველო (274.6), აზერბაიჯანი (249.3), ლატვია (223.4), თურქეთი (220.4) და მოლდოვა (219.9). ანგარიშის მიხედვით,ყოველი მეხუთე პატიმარი ნარკოტიკული დანაშაულის გამო იხდის სასჯელს. თუმცა საქართველოში, აზერბაიჯანში, რუსეთში, კვიპროსში, მონტენეგროსა და ლუქსემბურგში ეს მაჩვენებელი ბევრად მაღალია და 25 პროცენტს აღემატება. საქართველოში ქალი პატიმრების წილი 3.1 პროცენტია, რაც მნიშვნელოვნად დაბალია ევროპის საბჭოს ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე. ასევე, ანგარიშის თანახმად, საქართველოში არ არის გადატვირთული სასჯელაღსრულების დაწესებულები და თითოეულ პატიმარზე დღიურად საშუალოდ 6 ევრომდე იხარჯება. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია კვლევაში მონაწილე ქვეყნებს შორის.
სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა