error950 2017.03.15
ევროპულის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებლებს ბურკის აკრძალვა შეუძლიათ
ვროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს შეუძლიათ თანამშრომლებს ისლამური თავსაბურავისა და სხვა რელიგიური სიმბოლოების ტარება აუკრძალონ. „ორგანიზაციის შინა განაწესი, რომელიც კრძალავს პოლიტიკური, ფილოსოფიური ან რელიგიური სიმბოლოების ტარებას, უშუალო დისკრიმინაციას არ გულისმობს“ - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. აღნიშნულსაკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ბელგიიდან და საფრანგეთიდან ორმა დასაქმებულმა ევროკავშირის სასამართლოში შეიტანა სარჩელი. ისინი სამსახურიდან თავსაბურავის ტარებაზე უარის თქმის შემდეგ დაითხოვეს. ბელგიელი ქალი კომპანია G4S Secure Solutions-ში მისაღებში მუშაობდა, რომელსაც შინაგანაწესის თანახმად, აკრძალული აქვს აშკარა რელიგიური ან პოლიტიკური სიმბოლოების ტარება. ფრანგი მოსარჩელე კი ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში კონსულტანტი იყო. მას თავსაბურავის ტარებაზე უარი მას შემდეგ განუცხადეს, რაც კლიენტმა უკმაყოფილება გამოთქვა. „დამსაქმებლის სურვილი გაითვალისწინოს კლიენტის თხოვნა, რომელსაც არ სურს, რომ მომსახურება გაუწიოს თავსაბურავიანმა თანამშრომელმა, არ შეიძლება განიხილებოდეს პროფესიულ მოთხოვნად, რომელიც დისკრიმინაციას გამორიცხავს“ - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა