error3772 2017.03.14
ბერიას საიდუმლო წერილი სტალინს
ლავრენტი ბერიასა და იოსებ სტალინის პირადი მიმოწერა,რომელიც შინაგაგან საქმეთა სამინისტროს არქივშია დაცული,მეტად საინტერესოა თავისი სემანტიკური მნიშვნელობით, ვინაიდან აქ საუბარია ქართველთა ეროვნულ მთლიანობაზე. მიმოწერაში ბერია ერთგვარად აკრიტიკებს იმ საკითხებს, რომლებიც მითითებული იყო ეროვნებათაშორის ლექსიკონში(ლექსიკონი საბჭოთა კავშირის 15 რესპუბლიკისთვის დგინდებოდა) ლექსიკონის თანახმად,აჭარლები ქართველებისგან ცალკე ეროვნებად არიან გამოყოფილნი,ამაზე კი ბერია წერს: ,,აჭარლების გამოყოფა ცალკე ეროვნებად და მათი განცალკავება ძირეულად ეწინააღმდეგება სტალინისეულ განსაზღვრებას,იმის შესახებ, თუ რა არის ეროვნება…აჭარლებს აერთიანებთ ქართველებთან საერთო ენა, ტერიტორია, ეკონომიკური ცხოვრება და კულტურა,აჭარლები იგივე ქართველები არიან იმ განსხვავებით,რომ ისინი წარსულში გაამუსლიმეს” ვფიქრობ, ეს პასაჟი მეტად საინტერესოა,პირველ ყოვლისა იმიტომ,რომ მან(ბერიამ) კარგი სტრატეგია აირჩია,რათა დაერწმუნებინა სტალინი საკუთარი აზრის სისწორეში,სწორედ ამიტომ ახსენებს იგი მისეულ(სტალინისეულ) განმარტებას ერის შესახებ,რომელზეც საუბრობს კიდეც სტატიაში „მარქსიზმი და ეროვნული საკითხი“ (ლენინის დაკვეთით 1913 წელს დაწერა).ერის სტალინისეული დეფინიცია ხუთი კომპონენტისგან შედგება, ესენია: ენის, ტერიტორიის, ისტორიის, კულტურისა და ეკონომიკის ერთობლიობა,მეორე იმიტომ,რომ იგი ეროვნული ინტერესს იცავს და საკმაოდ კარგად ხსნის იმ მოცემულობას,რომელსაც,სხვათაშორის, მავანნი დღემდე ამახინჯებენ და არაადეკვატურად იგებენ.რელიგია არაა ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი ეროვნულობისა,სწორედ ამიტომ ბერია აჭარლებს ქართველებს უწოდებს,მიუხედავად იმისა,რომ წარსულში გაამუსლიმეს. დოკუმენტში მოცემულია ყველა ის კლასიფიკაცია,რომელიც სხვადასხვა კომიისა თუ აკადემიის მიერ მიიღეს. მეცნიერებათა აკადემიის კომისიის დადგენილებით,ცალკეულ ერებად გამოყოფილნი არიან:მეგრელები,სვანები,ლაზები,ჭანები,ბაცბები,აჭარლები კი ქართველთა შემადგენლობაში შედიან,სსრკ-ს ენათმეცნიერებისა და აზროვნების ინსტიტუტი მოსახლეობის აღწერასთან დაკავშირებით იძლევა სხვა კლასიფიკაციას:ქართველები,მეგრელები,ლაზები,სვანები,ბაცბები და აჭარლებიც ცალკე ნაციებად მოიხსენიებიან,ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ცნობით,კი ქართველების შემადგენლობაში შედიან:მეგრელები,ლაზები,სვანები და ბაცბები,აჭარლები კი ცალკეულ ნაციად მოიაზრებიან,ამგვარი სიჭრელის ფონზე ბერია აცხადებს,რომ შესაბამისი მითითებები გაიცეს ქართულ ეროვნებათა არასწორი კლასიფიკაციის შესახებ,შეეთავაზოს აჭარლების ჩართვა/შეყვანა ქართველი ერის შემადგენლობაში. დაბოლოს, ლავრენტი ბერიამ,რომელმაც უამრავი ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა,მისი დამსახურებით თავი მოიკლა ცეკას ყოფილმა მდივანმა თენგიზ ჟღენტმა(რომელმაც შემდეგი შინაარსის წერილი დატოვა “ეს შვიდი თვე ისე მძირავდნენ, მეტი აღარ შემიძლია. თავს ვიკლავ არა დანაშაულის გამო, არამედ იმიტომ, რომ ვეღარ ვუძლებ ამდენ დამცირებას”),ადამიანმა,რომელმაც უამრავი საქმე ,,შეკერა”,რათა გზიდან ჩამოეშორებინა მისთვის მიუღებელი პერსონები,მასობრივი რეპრესიების განმახორციელებელმა,რომელმაც “ტროცკისტებად” და “კონტრრევოლუციონერებად” მონათლა : მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, სანდრო ახმეტელი და უამრავი სხვა,პერსონა,რომელიც თითქმის ყოველთვის პირნათლად ასრულებდა იმ დაპირებას ჯერ კიდევ 23 წლისამ რომ აღუთქვა სტალინს:“სარეველასაც აღმოვფხვრით და საქართველოსაც გადავხნავთ!” დოკუმენტის საშუალებით ვიგებთ,რომ დიდი როლი ითამაშა ქართველი ერის,როგორც ერთიანი ორგანიზმის შენარჩუნებაში.
სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა