error2428 2017.03.10
ამალ კლუნი - იურისტი ვარსკვლავური სტილით
ის გამუდმებით საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია. ტაბლოიდები მისი პირადი ცხოვრებით ინტერესდებიან, მოდური ჟურნალებს მისი სტილი აღაფრთოვანებთ. ის ამალ კლუნია, ჰოლივუდის ვარსკვლავის ჯორჯ კლუნის მეუღლე. თუმცა, ქალების გულთამპყრობელი მსახიობის ცოლობა ნამდვილად არ არის მისადმი ყურადღების მთავარი მიზეზი. ამალ კლუნი ( ალამუდინი) ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე ცნობილი ადვოკატი და აქტივისტია. მისი კლიენტების სიაში არიან ვიკილიქსის დამფუძნებელი ჟულიან ასანჟი, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, ცნობილი აგვიპტელ-კანადელი ჟურნალისტი მოჰამედ ფამი, პოლიტიკურად დევნილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხაჯიდა ისმაილოვა. ამალ კლუნი მუშაობდა ისეთ გახმაურებულ საქმეებზე, როგორიც არის დოგუ პერინჩეკი შვეიცარიის წინააღმდეგ, რომელშიც კლუნი მესამე მხარედ ჩართული სომეხი მოსახლეობის ინტერესებს იცავდა, მალდივების პრეზიდენტის მოჰამედ ნაშედის საქმე, კაბოჯისა და ტაილანდის სასაზღვრო დავა Preah Vihear-ის ტაძარზე. ამალ კლუნი (ალამუდინი) წარმოშობით ლიბანიდანაა. იგი ბეირუთში დაიბადა, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომმა მის ოჯახს სამშობლოს დატოვება აიძულა. ამალი ბრიტანეთში გაიზარდა. აქვე დაამთავრა სკოლა და ოქსფორდის უნივერსიტეტის St Hugh's კოლეჯი. შემდეგ კი სწავლა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში განაგრძო. მისი სამართლებრივი პრაქტიკა ნიუ-იორკში 2002 წელს დაიწყო და დღესაც აქტიურად გრძელდება. ამალ კლუნიმ მოახერხა სამართლის სფეროში კომპეტენტური იურისტის სახელის მოპოვება და რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდოს მოპოვებაც. პარალელურად ამალი დაკავებულია ქველმოქმედებით. შეუძლებელია ახსენო ამალ კლუნი და არაფერი თქვა მის დახვეწილ სტილზე. თუმცა თავად იურისტს ამაზე საუბარი არ უყვარს. როცა სომეხთა გენოციდის საქმის განხილვიდან გამოსულ კლუნის ჟურნალისტებმა საქმეზე საუბრის ნაცვლად ჰკითხეს „რა გაცვიათ?“, მან საკუთარი სამოსის ბრენდის ნაცვლად განაცხადა - „მე მაცვია Ede & Ravenscroft“. იურისტთა მანტიების კერვით ცნობილ ფირმაზე მითითებით ამალ კლუნიმ საკუთარი მოდური მისწრაფებების ნაცვლავ სამსახურეობრივ სტატუსსა და პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი. საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში იურისტი 10 მარტს კიდევ ერთხელ მოექცა, როცა გაეროს უშიშროების სხდომაზე გამოსვლისას ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ საბჭოს უმოქმედობა გააკრიტიკა. მან ერაყისა და გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მკაფიოდ დაუსვა შეკითხვა „რატომ არ გაკეთდა არაფერი?“ მისი სახელი „ამალ“ არაბულია და „იმედს“ ნიშნავს. შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამალ კლუნის იმედი, რომელიც თავისი პროფესიონალიზმით, სამოქალაქო აქტივიზმით და სტილითაც 21-ე საუკუნის ნამდვილად გამორჩეული და დასამახსოვრებელია ქალია,ბევრ მაღალჩინოსან თუ ჩვეულებრივ ადამიანს აქვს.
სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა