error2719 2017.03.10
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადვოკატები
1)რიჩარდ სქრაგსი $1.7 მილიარდი რიჩარდმა 1976 წელს წარმატებით დაამთავრა მისისიპის სამართლის სკოლა. მას განსაკუთრებული პოპულარობა ე.წ ასბესტოს (ასბესტოს ინდუსტრია საფრთხეს უქმნიდა მუშათა ჯანმრთელობას) შემთხვევამ მოუტანა. ამ საქმის შედეგად მან 1 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო. 2008 წელს სქრაგსი დაადანაშაულეს კორუფციულ გარიგებაში და 6 წელი გაატარა პატიმრობაში. 2)ჯო ჯემეილი $1.7 მილიარდი მიუხედავად იმისა ,რომ იგი 2015 წლის დეკემბერში გარდაიცვალა, ჯო მაინც მოხვდა ყველაზე მდიდარ ადვოკატთა რიცხვში რადგან გარდაცვალებამდე ყველაზე მდიდარ მოქმედ ადვოკატთა რიცხვში შედიოდა. 1953 წელს ჯემეილმა წარმატებით დაამთავრა ტეხასის სამართლის სკოლა. თავის სფეროში იგი ცნობილი იყო როგორც უხეში და არამეგობრული პერსონა, თუმცა არაფორმალურ გარემოში იგი გულუხვობითა და ქვლმოქმედებით გამოირჩეოდა. 3) ვიქაი ზონგთენგ $1.1 მილიარდი ვიქაი ყველაზე გავლენიანი ადვოკატია ტაილანდში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ მას აგრეთვე ჰქონდა შესაძლებლობა შეესწავლა სააქციო ბაზრისა და ინვესტიციების შესახებ. დღესდღეობით იგი აღმასრულებელიკომპანია Cable Thai Holding PLC დირექტორია . ვიქაი 15%-იანი წილის მფლობელია ბანკოგის ჯანდაცვის ფირმაში. 4) უილიამ ლერაქი: $900 მილიონი 30 წლის განმავლობაში უილიამი ამერიკაში ერთერთ ყველაზე წარმატებულ და ამავდროულად საშიშ ადვოკატად ითვლებოდა. მას ხშირად „ტკივილის ღმერთადაც“ (“King of Pain“) მოიხსენებდნენ. თუმცა, 2009 წელს უილიამს ლიცენზია შეუჩერდა, რადგან კორუფციულ გარიგებაში მიიღო მონაწილეობა. 5. ბილ ნეუკომი: $850 მილიონი ნეუკომმა წარმატებით დაასრულა სტენფორდის სამართლის სკოლა. შემდგომ კი Microsoft-ის მთავარი მრჩეველი გახდა სამართლებრივ საკითხებში. ამჟამად იგი დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი World Justice Project-ის,რომლის მიზანი მსოფლიოში კანონისა და სამართლის დამკვიდრებაა. წყარო: http://moneyinc.com
სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა