error2489 2016.09.14
საადვოკატო ბიურო “OK&CG” –მ "რიკო კრედიტს" დავა მოუგო!
მოსარჩელემ “OK&CG”–ის დახმარებით, "რიკო კრედიტისაგან" უსამართლოდ მოთხოვნილი 76,290 აშშ დოლარი და 24,680ლარი, 38,145 აშშ დოლარამდე და 1340 ლარამდე შეამცირა. აღნიშნული დავა მოსარჩელის მხრიდან კრედიტის გადაუხდელობის გამო დაიწყო. "რიკო კრედიტმა" მას შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი დააკისრა. სესხად გამოტანილი 30 000 აშშ დოლარი, პროცენტების გამო 38 145 აშშ დოლარად და 1340 ლარად იქცა. კომპანია მოსარჩელისაგან კოლოსალური რაოდენობის პროცენტთან ერთად, უკანონოდ ითხოვდა მიუღებელი შემოსავლისათვის დამატებით 22 000 აშშ დოლარის გადახდას. ჯამში აღებული 30 000–ის გარდა ითხოვდა დამატებით 30,145 აშშ დოლარს და 1340 ლარს. იმისათვის, რომ კრედიტი დაფარულიყო მოსარჩელემ თანხა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანა, მაგრამ "რიკო კრედიტმა" შეტანილი თანხა 38 145 დოლარი და 1340 ლარი გადახდილად არ მიიჩნია და მოსარჩელისაგან ხელახლა ითხოვდა თანხის შეტანას. "რიკო კრედიტის" ინტერესში პროცესის განზრახ დროში გაწელვა , პროცენტის და მიუღებელი შემოსავლის კიდევ უფრო მეტად გაზრდა შედიოდა. მსგავსი უსამართლო ქმედებით გაზრდილი თანხის ამოღებას კი მოსარჩელის ბინის გაყიდვის შედეგად აპირებდა. მოსარჩელის ინტერესები საადვოკატო ბიურო“OK&CG”–მ დაიცვა. იმის გათვალისწინებით, რომ სიტუაცია მწვავე იყო, დაწყებული იყო მოსარჩელის ბინის გაყიდვის პროცესი, ბიუროს ადვოკატებმა უმოკლეს ვადებში, ეფექტურად მოახერხეს სასამართლოს დარწმუნება მომხდარ უსამართლობაში. სასამართლო პროცესზე “OK&CG” –მ მოითხოვა მოსარჩელის მიერ შეტანილი თანხის 38 145 დოლარისა და 1340 ლარის გადახდილად მიჩნევა ბინის გაყიდვის პროცესის შეჩერება ანგარიშზე განთავსებული თანხით კრედიტის დაფარვა დაკისრებული მიუღებელი შემოსავლის 13 000 დოლარისა და 9000 დოლარის გაუქმება. “OK&CG”–ის მიერ წაყენებული მყარი არგუმენტების ფონზე "რიკო კრედიტმა" ვერ დაასაბუთა საკუთარი პოზიციის კანონიერება შესაბამისად: თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა“OK&CG”–ს პოზიცია, დააკმაყოფილა ყველა სასარჩელო მოთხოვნა და გამოიტანა გადაწყვეტილება "რიკო კრედიტის" საწინააღმდეგოდ. საქმის სააპელაციო სასამართლოში გადასვლის შემდგომ, სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ“OK&CG”–ს სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება. "რიკოსაგან" მოთხოვნილი მიუღებელი შემოსავალი 22 000 აშშ დოლარი მოსარჩელეს არ დაეკისრა ბინის გაყიდვის პროცესი შეჩერდა გაუქმდა "რიკო კრედიტის" სასარგებლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკის უფლება და "რიკო კრედიტს" დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა. აღებულ კრედიტზე დაკისრებული მაღალი პროცენტების და უკანონოდ მოთხოვნილი კოლოსალური თანხების შემცირება ეფექტურ დავას მოითხოვს. საადვოკატო ბიურო“OK&CG” ყოველთვის მზადაა დაეხმაროს საკუთარ კლიენტებს და ასეთივე წარმატებით აღკვეთოს ყველა მსგავსი უსამართლო ფაქტი.
სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა