error2663 2016.06.01
საადვოკატო ბიურო „OK&CG“-მ კიდევ ერთი საქმე წარმატებით დაასრულა!
დღეს საადვოკატო ბიურო „OK&CG“-მ კიდევ ერთი საქმე წარმატებით დაასრულა. გაზეთმა ვერსიამ „OK&CG“-ს მოთხოვნის საფუძველზე ცილისმწამებლური ცნობები უარყო, რომლის შესახებაც 2016 წლის 1-2 ივნისის #60 (1220) ნომერში წერილი გამოაქვეყნა. ნოტარიუსმა თამილა გოგატიშვილმა, რომლის ინტერესებსაც საადვოკატო ბიურო „OK&CG“ იცავდა, 2016 წლის 28 აპრილს სასამართლოში გაზეთ „ვერსიას“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. რომლითაც, პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა მოითხოვა. გაზეთ „ვერსიას“ 2016 წლის 11 მარტის #27 (1187) ნომერში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „თაღლითობის კიდევ ერთ მსხვერპლს ბინის გარეშე დარჩენა ემუქრება“. აღნიშნულ სტატიაში სულიკო ქოიავა ჟურნალისტთან საუბრისას მიუთითებდა რომ ქალბატონი თამილა გოგატიშვილი თაღლითობის სქემის უშუალო მონაწილე გახლდათ, მან მოტყუებით მოაწერინა ხელი სულიკო ქოიავას ნასყიდობის ხელშეკრულებაზე და რომ ის რვა წელია ასე თაღლითობს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სულიკო ქოიავამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელით მიმართა, იმ დასაბუთებით, რომ აღნიშნული ხელშეკრულება მოტყუებით იყო დადებული, ვინაიდან მისი ნება იყო დაედო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება და არა ნასყიდობის ხელშეკრულება. სასამართლომ სულიკო ქოიავას პოზიცია არ გაიზიარა და ნოტარიუს თამილა გოგატიშვილის მიერ დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება მიიჩნია ნამდვილად და ძალაში დატოვა. ამასთანავე, სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ ნოტარიუსის მიერ სულიკო ქოიავას მოტყუების ან/და იძულების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. სტატიაში გავრცელებული მცდარი და გადაუმოწმებელი ფაქტების გავრცელებით, ნოტარიუს თამილა გოგატიშვილის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია შეილახა, სტატიაში გამოყენებული სიტყვები შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახველი, ცილისმწამებლური იყო და არსებითად ლახავდა თამილა გოგატიშვილის საქმიან რეპუტაციას. მოსარჩელის წარმომადგენლებმა, საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს ადვოკატებმა, მიმართეს სასამართლოს და პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა მოითხოვეს. მას შემდეგ, რაც გაზეთ „ვერსიასთვის“ ცნობილი გახდა სარჩელის აღძვრის შესახებ, გაზეთმა საქმისადმი კონსტრუქციული მიდგომა გამოიჩინა და საკუთარი ინიციატივით გამოაქვეყნა წერილი, რომლითაც უარყოფს ფაქტებს და გაზეთის რედაქცია აცხადებს, რომ სარწმუნო მტკიცებულებების გარეშე ნოტარიუსის ან რომელიმე თანამდებობის პირის თაღლითად გამოცხადება პრესაში, რედაქციის მიერ, პრესის საერთაშორისო სტანდარტების მიმართ შეუსაბამოდ და მიუღებლად მიაჩნია. ამასთანავე, გამოხატავს პატივისცემას ნოტარიუს თამილა გოგატიშვილის მიმართ და ხაზგასმით აცხადებს რომ სტატიაში არსებული გადაუმოწმებელი ინფორმაცია არის ცილისმწამებლური და არ შეესაბამება სინამდვილეს. საადვოკატო ბიურო „OK&CG“ მიესალმება გაზეთ „ვერსიას“ კონსტრუქციულ გადაწყვეტილებას და მუდამ მზადაა განაგრძოს დარღვეული უფლებების დაცვა.
სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა