error2380 2023.03.06
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

საადვოკატო ბიურო „OK&CG“ მიიჩნევს, რომ „აგენტების შესახებ“ კანონპროექტი შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლისა:  „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, ქვეყანაში დამკვიდრდეს დემოკრატია, ეკონომიკური თავისუფლება და შექმნას ძლიერი, ევროპული, სამართლიანი სახელმწიფო, სადაც ეჭქვეშ არ დადგება არცერთი მოქალაქის უფლებები. ზემოაღნიშნული კანონპროექტი კი ეჭქვეშ გარკვეულ საკითხებს და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. გარდა ამისა, არასაკმარისად და არარელევანტურად მიგვაჩნია კანონპროექტის მთავარ მიზნად დასახელებული „გამჭვირვალობის გაძლიერება“ - აღნიშნული „არგუმენტი“  შეიცავს დასავლური საერთაშორისო ორგანიზაციებით დაფინანსებული არასამთავრობო თუ სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობაში ჩარევის, მათი სამუშაო პროცესის შეზღუდვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების შეფერხების რისკებს. 

ევროატლანტიკური სივრცე არის საქართველოს განვითარების ერთადერთი გზა და ჩვენ მხარს ვუჭერთ ქვეყნის დასავლურ კურსს. აღნიშნული კანონპროექტი კი არ შეესაბამება ევროატლანტიკური ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პრინციპებს, რაც სამომავლოდ, მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს.  

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

16 იან

სამშენებლო ობიექტებზე, სასტუმროებსა და რესტორნებში სამუშაო დრო 48-დან 40 საათამდე შემცირდა