error1509 2022.05.30
ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებების პაკეტის განხილვა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებსა და აპარატის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის ფორმატში ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებების პაკეტი იქნა განხილული.

წევრთა ფართო ჩართულობისა და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ადვოკატთა ასოციაციაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდა და საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებულ არაერთ მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს, მათ შორის: სამოქალაქო დავებზე პირველ ინსტანციაში სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატის მიერ, პროფესიული საიდუმლოების დაცვის უფრო მაღალი სტანდარტის დაწესება, ადვოკატის სტაჟიორის საპროცესო უფლებამოსილებები, სასამართლო ხარჯების სამართლიანი განაწილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, უკანონო საადვოკატო საქმიანობის აკრძალვა, ფიზიკური პირის მიერ საადვოკატო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის საშეღავათო დაბეგვრა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მოქმედება ადვოკატის საქმიანობაზე, შეღავათი სახელმწიფო ბაჟში ადვოკატის ჰონორართან დაკავშირებულ დავებზე, და სხვა. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/3z7rKLk

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მუხლობრივად განიხილეს პარლამენტის წევრების მოსაზრებები და პოზიციები საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით და შეთანხმდნენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების გადამუშავებული ვერსიის განხილვა საქართველოს პარლამენტში მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება.

 სამუშაო შეხვედრა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა.

წყარო: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა