error1501 2022.03.18
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო  და 19 აპრილის, 17:00 საათამდე გაგრძელდება! 

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, აპლიკანტის პორტალის გამოყენებით.

გამოცდაზე დარეგისტრირების მსურველმა, განაცხადის ფორმას უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები: 

► საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
► უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი ან კვალიფიკაციის არსებობის დამადასტურებელი ცნობა); 
(საზღვარგარეთ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების შემთხვევაში, გამოცდის ჩაბარების მსურველმა გამოცდაზე რეგისტრაციისას, უნდა წარმოადგინოს ცნობა/წერილი "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან“ დიპლომის აღიარების შესახებ);
► ელექტრონული ფერადი ფოტოსურათი 3X4-ზე;
►გამოცდაზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

გამოცდის საფასური შეადგენს 190 ლარს. საფასურის გადახდისას გთხოვთ, გამოიყენეთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტები და დანიშნულებაში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და "ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის საფასური": 

მიმღები ბანკი: სს ბაზისბანკი
ბანკის კოდი: CBASGE22
მიმღების დასახელება: სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
ანგარიში ნომერი: GE59BS0000000000134028

რეგისტრაციის დასრულებამდე, სასწავლო ცენტრი ამოწმებს განმცხადებელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას ზემოხსენებულ ფორმალურ მოთხოვნებთან. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება ხარვეზის თაობაზე. აპლიკანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევა ვადა რეგისტრაციის დასრულებამდე.

გაცნობებთ, რომ ადვოკატთა საკვალიფაკაციო გამოცდა სავარაუდოდ ჩატარდება მიმდინარე წლის ივნისში და დამატებით დეტალები ეცნობებათ რეგისტრირებულ აპლიკანტებს რეგისტრაციის დასრულების შემდგომ.

დამატებით გაცნობებთ, რომ საგამოცდო პროგრამა და საგამოცდო მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ ელექტრონული ფორმით და განთავსებულია ადვოკატთა ასოციაციის ვებ-გვერდზე.

 

წყარო: https://gba.ge/

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა