error1105 2021.03.22
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო!

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის საგაზაფხულო სესიაზე რეგისტრაცია დაიწყო და 16 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, შესაბამისი პორტალის გამოყენებით: იხილეთ ბმული: https://bit.ly/3tycaT1

გამოცდაზე დარეგისტრირების მსურველმა, განაცხადის ფორმას უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები: 

► საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
► უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი ან კვალიფიკაციის არსებობის დამადასტურებელი ცნობა); 
საზღვარგარეთ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების შემთხვევაში, გამოცდის ჩაბარების მსურველმა გამოცდაზე რეგისტრაციისას,    უნდა წარმოადგინოს ცნობა/წერილი „ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან“, მისი დიპლომის აღიარების შესახებ).
► ელექტრონული ფერადი ფოტოსურათი 3X4-ზე;
►გამოცდაზე რეგისტრაციის საფასურის - 190 ლარის გადახდის ქვითარი (GE97VT6600000000803803 ბანკის კოდი: UGEBGE22)

რეგისტრაციის დასრულებამდე, სასწავლო ცენტრი ამოწმებს განმცხადებელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას ზემოხსენებულ ფორმალურ მოთხოვნებთან.
ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება ხარვეზის თაობაზე. 
აპლიკანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევა ვადა რეგისტრაციის დასრულებამდე.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 16 აპრილი.

დამატებით გაცნობებთ, რომ ადვოკატთა საკვალიფაკაციო გამოცდა სავარაუდოდ ჩატარდება მიმდინარე წლის ივლისში და დამატებით დეტალები ეცნობებათ აპლიკანტებს რეგისტრაციის დასრულების შემდგომ.

გისურვებთ წარმატებას!

 

წყარო: gba.ge

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა