error1861 2020.02.05
საშუამავლო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავა სააპელაციო სასამართლოშიც წარმატებით დასრულდა

საადვოკატო ბიურო "OK & CG"-მ სამოქალაქო სამართლებრივი დავა, საშუამავლო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მეორე ინსტანციის სასამართლოშიც წარმატებით დაასრულა. 

 

აღნიშნული დავა სამართლებრივად საინტერესო და მნიშვნელოვანია იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ დავის საგანს წარმოადგენს სწორედ ზეპირი ფორმით დადებული საშუამავლო ხელშეკრულება.

 

საშუამავლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის მცდელობა საკმაოდ ხშირია, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი სასამართლო პრაქტიკის როლი მსგავსი ტიპის დავებში. 

 

დავის არსი:

ჩვენს მარწმუნებელს, შპს "ს. უ. კ"-ს დირექტორს ნ.გ-ს  დაუკავშირდა საქართველოში შპს "მ.ს"-ის წარმომადგენლობის დირექტორი პ.ნ და გამოთქვა სურვილი უძრავი ქონების სააგენტოს საშუალებით შეეძინა ქონება საქართველოში. 

 

 ნ.გ-მ მოპასუხე პ.ნ-ს მოთხოვნის შესაბამისად, უძრავი ქონების სააგენტოს მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით მოიძია უძრავი ქონებები, რომელთა შესახებაც ინფორმაციის შემკვეთისათვის გადაგზავნა მოხდა 2017 წლის 02 მარტს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. 

 

მხარეებს შორის, ზეპირად, დაიდო შეთანხმება საშუამავლო მომსახურების გაწევის შესახებ. აღნიშნული შეთანხმების საგანს წარმოადგენდა შპს "ს.უ.კ"-ს მიერ უძრავი ქონებების მოძიება-შერჩევა. 

 

2017 წლის 28 აპრილს, ნ.გ-ის მიერ ელექტრონული ფოსტის საშუალებით პ.ნ-ს მიეწოდა 2 უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია, პრეზენტაცია და ფოტოსურათები. ქონების დათვალიერება განხორციელდა ადგილზეც. 

 

მხარეთა შეთანხმებით საშუამავლო გასამრჯელოს ოდენობა განისაზღვრა ქონების სარეალიზაციო ღირებულების 3%-ის ოდენობით, რომელიც შემკვეთის (უძრავი ქონების შემძენის) მიერ გადახდას ექვემდებარებოდა უძრავი ქონების სააგენტოს მიერ მოძიებულ უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში. 

 

ჩვენი მარწმუნებლისა და მისი პარტნიორი სააგენტოების მიერ მოლაპარაკების შემდგომ უძრავი ქონებების საბოლოო ღირებულება განისაზღვრა 980 707 აშშ დოლარის ოდენობით.

 

პ.ს-ს დაუყოვნებლივ მიეწოდა სრული ინფორმაცია უძრავი ქონებისა და საბოლოო ღირებულების შესახებ, მისივე თხოვნით გადაგზავნილ იქნა ქონებების საკადასტრო და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. 

 

აღნიშნულის შემდეგ ჩვენი მარწმუნებლისათვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე მხარემ დაარღვია საშუამავლო ხელშეკრულების პირობები და უძრავი ქონებები იყიდა სააგენტოს გვერდის ავლით. მან ფორმალურად განახორციელა ფასების ლავირება, რის შედეგადაც უძრავი ქონებების შეძენისას გადაიხადა ნაკლები დამატებითი ღირებულების გადასახადი.

 

 ჩვენს მარწმუნებელს ამ ყველაფერმა მისცა საფუძველი ევარაუდა, რომ შპს "მ.ს"-ის მიერ შუამავლის გვერდის ავლით ხელშეკრულების დადება, საშუამავლო გასამრჯელოსა და გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მოხდა. 

 

გამომდინარე ზემოაღნიშნული ფაქტებიდან, კომპანია OK&CG-ის ადვოკატის ანა გორდეზიანის სასარჩელო მოთხოვნა იყო ჩვენი მარწმუნებლისათვის კუთვნილი 28 652 აშშ დოლარის ანაზღაურება. 

 

ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ადვოკატის, ანა გორდეზიანის სასარჩელო მოთხოვნა- მოპასუხე მხარისათვის თანხის დაკისრების შესახებ. 

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად მოპასუხე მხარეს, ჩვენი მარწმუნებლის სასარგებლოდ, დაეკისრა საშუამავლო მომსახურების გაწევისათვის კუთვნილი საზღაურის გადახდა- ქონების სარეალიზაციო ღირებულების 3%-ის ოდენობით

 

 

 

 

სხვა სიახლეები
15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

16 იან

სამშენებლო ობიექტებზე, სასტუმროებსა და რესტორნებში სამუშაო დრო 48-დან 40 საათამდე შემცირდა