error2682 2020.01.22
საადვოკატო ბიურო "OK & CG" შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ საინტერესო დავას წარმართავდა

საადვოკატო ბიურო "OK & CG"-მ კიდევ ერთი ადმინისტრაციული დავა წარმატებით დაასრულა. 

 

იურიდიული კომპანიის ადვოკატის, სალომე მაისურაძეს, წარმომადგენლობით განხორციელებულ საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ უნდა გაუქმდეს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის  მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი.

 

ჩვენი მარწმუნებლის განმარტებით,  მოპასუხე  წარმოადგენს მის ყოფილ მეუღლეს, მათ ჰყავთ საერთო შვილები.

 

შემაკავებელ ორდერში მითითებული გარემოებები რეალობას არ შეესაბამებოდა, კერძოდ, მეუღლე ნ. ნ -სთვის ჩვენს მარწმუნებელს არასდროს არ მიუყენებია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

როგორც იურიდიული კომპანიის წარმომადგენელმა, სალომე მაისურაძემ აღნიშნა,  შემაკავებელი ორდერი გამოცემული იყო უსაფუძვლოდ და არსებობდა მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. 

 

მოპასუხემ თავის მხრივ განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემას საფუძვლად დაედო განცხადება და  გამოკითხვის ოქმი. მისი მტკიცებით შემაკავებელი ორდერი გამოცემული იქნა პრევენციის მიზნით, მითითებული დროებითი ღონისძიება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით იქნა გამოცემული და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი. 

 

საქმეში არსებული მასალების და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასებისა და შინაგანი რწმენის ურთიერთშეჯერების შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჩვენი მარწმუნებლის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილებულიყო სრულად.

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ყოფილი მეუღლის მიმართ უსაფუძვლოდ გამოცემული შემაკავებელი ორდერი გაუქმდა.

 

კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’;

საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

სხვა სიახლეები
15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

16 იან

სამშენებლო ობიექტებზე, სასტუმროებსა და რესტორნებში სამუშაო დრო 48-დან 40 საათამდე შემცირდა