error1317 2019.11.20
საადვოკატო ბიურო "OK&CG" უკანონოდ დაკავებულ ექიმს მხარდაჭერას უცხადებს

საადვოკატო ბიურო "OK&CG", ოთარ კაჭკაჭაშვილი და საკონსულტაციო ჯგუფი საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტს ეხმიანება.

 

2019 წლის 13 ნოემბერს ცნობილი გახდა ინფორმაცია საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების თაობაზე. მის წინააღმდეგ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ე.წ. საზღვრის განზრახ, უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით და ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მისვლის მიზანი, ახალგორში მცხოვრები პირისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა იყო.

 

აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, ახალგორის რაიონში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისზე. 2019 წლის 4 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის მიმართულებით არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი თვითნებურად ჩაკეტა, რის შედეგადაც იქ მცხოვრები მოსახლეობა სრულ იზოლაციაში მოექცა. ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის მსგავსი შემთხვევები, ამა თუ იმ მიზეზით წინა წლებშიც ფიქსირდებოდა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ გამშვები პუნქტებით აქტიურად სარგებლობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, განსაკუთრებით ყურადსაღები კი პაციენტების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების მდგომარეობაა. სახალხო დამცველისთვის, რამდენიმე ფაქტი გახდა ცნობილი ახალგორში უმძიმესს მდგომარეობაში მყოფი პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ყველა ასეთ შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი იყო არასათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა, იწვევს იქ დარჩენილი მოსახლეობის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას.

 

გადაადგილების/მიმოსვლის თავისუფლება გარანტირებულია არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეოთხე დამატებითი ოქმის მეორე მუხლით. იმის გათვალისწინებით, რომ დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ შეზღუდვებს არ აქვს ერთჯერადი ხასიათი მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ ყველა შესაძლო მექანიზმი გამოიყენოს, რათა დაიცვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანის უფლებები.

 

 საქართველოს ხელისუფლებამ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, არ უნდა დაიშურონ ძალისხმევა საქართველოს მოქალაქის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან უმოკლეს ვადებში გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. ასევე, უნდა გამოიყენონ ყველა არსებული საერთაშორისო მექანიზმი, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მიეცეთ შესაძლებლობა მიიღონ შესაბამისი მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება.

 

საინფორმაციო წყარო: ombudsman

 

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა