error1403 2019.11.08
OK&CG-ის დირექტორი ადვოკატთა მე-7 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

დღეს, ადვოკატთა პროფესიულ დღეს, თბილისში, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში, ადვოკატთა მე-7 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

 

კონფერენცია სამ სესიად ჩატარდა და მას საადვოკატო ბიურო OK&CG-ს დირექტორი ოთარ კაჭკაჭაშვილი დაესწრო. 

 

კონფერენციაზე ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა, უცხოელ კოლეგებთან ერთად სამართლის აქტუალური საკითხები განიხილეს.

 

მათ შორის:

-ადვოკატებისა და მათი პროფესიული გაერთიანებების დამოუკიდებლობის ძირითადი ასპექტები.

-ადვოკატურას, სასამართლო სისტემასა და პროკურატურას შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის მნიშვნელობა და გზები.

-ადვოკატების მიერ სოციალური ქსელების გამოყენება და ეთიკურ ვალდებულებებთან დაკავშირებული საკითხები გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში. 

 

კონფერენცია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მონაწილეობით ჩატარდა. 

 

კონფერენციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს:

კრისტიან ურსემ, ხოსე დე ფრეიტასიმ, მარია სლაზაკიმ, იან მიჩელმა და ჯერზეი კლატკამ. 

 

უცხოელ კოლეგებთან ერთად, სამართლის აქტუალური საკითხების სადისკუსიო რეჟიმში განხილვა, არსებით როლს თამაშობს ქართული სამართლის განვითარებასა და გაუმჯობესებაში, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების ერთმანეთისათვის გაზიარება. 

 

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა