error2483 2019.11.04
საადვოკატო ბიურო "OK & CG" გაწეული სამართლებრივი კონსულტაციების შედეგებს აფასებს

 საადვოკატო ბიურო "OK & CG" აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციას უწევდა მოქალაქეებს და მათ სამართლებრივი საკითხების გადაჭრაში ეხმარებოდა.

 

კონსულტაციები წარმოებდა როგორც უშუალოდ იურიდიულ კომპანიაში, ასევე ონლაინ რეჟიმითაც სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით. 

 

გასულ თვეში, კომპანიისგან, სოციალური ქსელების მეშვეობით, 400-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა უფასო იურიდიული კონსულტაციით, ხოლო 70 ადამიანს უშუალოდ კომპანიის ოფისში გაეწიათ იურიდიული კონსულტაცია. 

 

მოქალაქეებს, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ კომპანიის ადვოკატებისათვის  გასაცნობად და შესაფასებლად წარმოედგინათ დოკუმენტაცია, რის შემდეგაც ისინი სამართლის სხვადასხვა მიმართულებით სწორ და საფუძვლიან სამართლებრივ კონსულტაციას იღებდნენ.

 

კომპანია "OK & CG" კონფიდენციალურობისა და ეთიკის პრინციპებზე დაყრდნობით წარმართავდა კონსულტაციებს.  

 

გასულ თვეში მოქალაქეები კონსულტაციას სამართლის რამდენიმე ძირითადი მიმართულებით ითხოვდნენ:

 

- საოჯახო სამართლებრივი საკითხები (განქორწინება, ალიმენტი, ქონების გაყოფა, ბავშვის უფლებები) 20%

- მემკვიდრეობის მიღება 10%

- სასესხო ვალდებულებები 30%

- საფინანსო კომპანიების წინააღმდეგ მიმართული დავები 20% 

- ადმინისტრაციული წარმოება, სახელმწიფო ორგანოების მიმართ დავის წამოწყება 10%

- სისხლის სამართალი და სხვა სამართლებრივი საკითხები 10% 

 

საზოგადოების მაღალი ჩართულობისა და გამომჟღავნებული ინტერესის გამო, კომპანია მიმდინარე თვეშიც გააგრძელებს მოქალაქეებისათვის უფასო იურიდიული კონსულტაციის გაწევას სამართლის სხვადასხვა მიმართულებით. 

 

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა