error2010 2019.02.05
ინტერნეტოპერატორებს, შესაძლოა, დამატებითი რეგულაციები დაუწესდეთ.

მშობლებს „შავ სიაში“ შემავალი ვებგვერდების ინდივიდუალურად დაბლოკვის საშუალება ექნებათ-ინტერნეტოპერატორებს, შესაძლოა, დამატებითი რეგულაციები დაუწესდეთ.

ახალი ვალდებულებების შემოტანა უსაფრთხო ინტერნეტის უზრუნველყოფისთვის იქნება საჭირო. უსაფრთხო ინტერნეტის სტრატეგიაზე მთავრობა უკვე მუშაობს, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებსაც გაითვალისწინებს.

მთავრობა შეადგენს ინტერნეტ საიტების ე.წ. შავ სიას, რომლებიც მათი თქმით, უარყოფით ზეგავლენას ახდენენ სკოლის მოსწავლეებსა და მოზარდებზე. მშობელს კი შესაძლებლობა ექნება, ინტერნეტპროვაიდერს მოსთხოვოს ინდივიდუალურად დაბლოკოს ეს საიტები, რომ მის სივრცეში ამ ვებგვერდებზე შესვლა შეუძლებელი იყოს. ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ საიტების ე.წ. შავი სია ევროკომისიის მიერ უკვე შედგენილია, თუმცა, ვებგვერდების სიის გაფართოება არ გამოირიცხება.

“ზოგადად ინტერნეტი უნდა დავტოვოთ ღია და არ უნდა იყოს მძიმე რეგულაციები, ეს არის მთელს მსოფლიოში ასე. მინიმალური რეგულაციები იქნება. “ფეიკ ნიუსსაც” შეიცავს ის შავი სია, რომელიც იდენტიფიცირებულია ევროკომისიის მიერ”,- აცხადებს ეკა ყუბუსიძე - ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ინტერნეტის გამოყენებაში არის გარკვეული საფრთხეები და თუ ბავშვს არ გავაგებინეთ, რა საფრთხეები შეიძლება იყოს ამ სივრცეში, შეიძლება ცუდი შედეგი მივიღოთ,- ასე აფასებს “ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს” გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი დღეს არსებულ მდგომარეობას.

მისი თქმით, თამაში ლურჯი ვეშაპი კარგი მაგალითია რამდენად საშიში შეიძლება იყოს ინტერნეტსივრცე, რაც მისი შეფასებით, საქართელოშიც დაფიქსირდა.

“ისეთი პროგრამები, რომელიც ყველას გაგიგიათ, ლურჯი ვეშაპის თამაში, ან შეიძლება საკრედიტო ბარათის ნომერი ბავშვმა ვიღაცის თხოვნით გაუგზავნოს სხვას. ან ძალიან მარტივად ბავშვმა შეიძლება საკუთარი ფოტოები გამოაქვეყნოს ინტერნეტში, ვიღაცამ კი ეს ფოტოები შანტაჟსთვის გამოიყენოს”, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

უსაფრთხო ინტერნეტი “ფეიკ ნიუსებისგან” თავის დაცვასაც გულისხმობს. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ე.წ. "შავ სიაში" მსგავსი ტიპის საიტებიც იქნება შესული. თუმცა, უწყებაში არც ზემეტ რეგულაციებს ემხრობიან. ახალი კანონპროექტი უსაფრთხო ინტერნეტის სტრატეგიის ნაწილი იქნება, რომლის პირველადი ვერსია მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უნდა იყოს მზად. როდის ამოქმედდება ახალი რეგულაციები ინტერნეტპროვაიდერებისთვის ჯერ უცნობია, რამდენადაც მისი ამოქმედება უსაფრთხოევბის სტრატეგიაზეა დამოკიდებული.

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა