error1214 2018.12.21
სასამართლო სისტემის 2017-18 წლის სამოქმედო გეგმა

EMC-ისა და IDFIის მიერ მომზადებულ ანგარიშში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული, სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის იმ აქტივობების შესრულების შეფასებაა წარმოდგენილი, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ყველაზე მწვავე და აქტუალურ საკითხებს ეხება; 

კერძოდ, ასეთ თემებს შორის ანგარიშში მოხვდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა და სხვა საკადრო საკითხები; ასევე მოსამართლეთა პასუხისმგებლობის სისტემის რეფორმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა და ინსტიტუციური მოწყობა, ისევე როგორც სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა. 

EMC-სა და IDFI-ს მიერ მომზადებლ დოკუმენტში პასუხისმგებელი უწყებების ერთწლიანი საქმიანობა და გეგმით გათვალისწინებული 100-მდე აქტივობის შესრულების საკითხია შეფასებული. 

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სამოქმედო გეგმით გაწერილი ამოცანები და სტრატეგიული პროგრამები დიდწილად პასუხობს დღეს სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს, თუმცა სამოქმედო გეგმა არ ითვალისწინებს რამდენიმე არსებით და საკვანძო საკითხს. ასევე ირკვევა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შესრულებულად მიჩნეული აქტივობების დიდი ნაწილის განხორციელების პროცესში ბუნდოვანია თავად პასუხისმგებელი უწყების – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლი. 
მონიტორინგის პერიოდში შესწავლილი აქტივობების 53% შეუსრულებელია, 20% - ნაწილობრივ შესრულებული, ხოლო 26% - შესრულებული. ერთ აქტივობას შესაბამისი სტატუსი ვერ მიენიჭა.

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა