error1449 2018.12.13
გათანაბრდება თუ არა ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკი?!

საქართველოს პარლამენტს ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკის გათანაბრების თხოვნით მიმართავენ. 
საკანონმდებლო წინადადება, რომლის ავტორიც მოქალაქე რევაზ ფახურიძეა, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში უკვე წარდგენილია. როგორც საკანონმდებლო წინადადებაშია აღნიშნული, მოქალაქე ითხოვს, რომ ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკი 60 წელი იყოს. ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, მამაკაცებს პენსიაზე გასვლა 65, ხოლო ქალებს - 60 წლის ასაკიდან შეუძლიათ. 

როგორც პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებაშია აღიშნული, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედება იგეგმება და 

ყოველთვიურად დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მისი დაუბეგრავი ხელფასის 2% მიემართება. ორ-ორი პროცენტის შენატანს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო განახორციელებს. სქემაში მონაწილეობა 40 წლამდე დასაქმებული პირებისათვის სავალდებულოა, ხოლო 40 წლის ზემოთ ნებაყოფლობითი, ასევე სქემაში ჩართულობა ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულებისათვის. რაც შეეხება რაოდენობას, პირველ ეტაპზე საპენსიო სისტემაში დაახლოებით, 700 000 ან 800 000 მოქალაქე ჩართვას ელოდებიან.

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა