error2629 2018.12.12
„ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში 2019 წელს შევა

ელექტრონული კომერციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში მომავალი წლის დასაწყისში შევა. 

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა ეკატერინე ყუბუსიძე ავრცელებს;


მისი განმარტებით, პროექტი Usaid-ის G4G-ის ფარგლებში მომზადდა და უკვე დაწყებულია კერძო სექტორთან პროექტის განხილვა და რეკომენდაციების მიღება. 

ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ახალი კანონი ხელს შეუწყობს ინტერნეტსივრცეში, ელექტრონული კომერციის პროცესში, მომხმარებელთა უფლებების და მათი პერსონალური მონაცემების დაცვას. 

ელექტრონული კომერციის შესახებ კანონს ეწინააღმდეგებოდნენ ინტერნეტ სერვის პროვაიდერები, რადგან კანონპროექტით, ავტორის მიმართვის საფუძველზე არალეგალური კონტენტის ინტერნეტ სივრციდან ჩახსნა, უშუალოდ სერვის პროვაიდერს შეეძლება, ამასთან უფლების მფლობელს მისი საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვავში შეეძლება დავა სასამართლოში უშუალოდ სერვის პროვაიდერთან დაიწყოს და კანონით გათვალისწინებული ჯარიმების სწორედ მას დაეკისროს.

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა