საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს! საადვოკატო ბიურო „OK&CG“ ასოციაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„გაცნობებთ, რომ 2018 წლის 23 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართება ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება. ადგილმდებარეობა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზი (მისამართი: ქალაქი თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N1).
მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 10:00 საათზე და გაგრძელდება 11:00 საათამდე.
აქვე გაცნობებთ, რომ ქვორუმის არარსებობის შემთხვევაში, განმეორებითი საერთო კრება გაიმართება 2018 წლის 23 დეკემბერს 12:00 საათზე. განმეორებითი კრება უფლებამოსილია, მიუხედავად დამსწრე წევრთა რაოდენობისა.
ადგილმდებარეობა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზი (მისამართი: ქალაქი თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N1)
განმეორებითი კრების მონაწილეთა რეგისტრაცია - 11:15 დან 12:00 საათამდე.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 23 დეკემბრის საერთო კრების
დღის წესრიგი
1) ხმის დამთვლელი კომისიის არჩევა;
2) ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის 2018 წლის ანგარიშის წარდგენა;
3) ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2018 წლის ანგარიშის წარდგენა;
4) ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს 2018 წლის ანგარიშის წარდგენა;
5) ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის 2018 წლის ანგარიშის წარდგენა;
6) „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, ასოციაციის წესდებაში ცვლილებების დამტკიცება;
7) „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულების ცვლილებების დამტკიცება;
8) საერთო კრების შეჯამება.
რა ითვლება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებად?
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რამდენ საათს მოიცავს ნორმირებული სამუშაო დრო?
რას გულისხმობს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები?
როგორ და ვის შეიძლება დაენიშნოს მეურვე/მზრუნველი?
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში