error2213 2018.06.22
როგორ შეიძლება შეიცვალოს მსესხებლის ნეგატიური სტატუსი?

ე.წ. შავი სია, ანუ ნეგატიური სტატუსის მქონე პირთა დინამიკა ზრდადია - ამის შესახებ „კრედიტინფო საქართველოს“ ბიზნესის განვითარების მენეჯერმა, ლაშა ბაღათურიამ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შეფასებით, „ჭარბვალიანობა ახრჩობს დღეს ქვეყანას“. მისივე თქმით, დაახლოებით 630 000 ადამიანი არის ე.წ. შავ სიაში და შესაბამისად, მოკლებულია განახორციელოს სრულფასოვანი ეკონომიკური ცხოვრება.

„ეს მონაცემი გასული წლის ბოლოს გადავეცით ეროვნულ ბანკს. აღსანიშნავია, რომ აქ საუბარია ნეგატიური ჩანაწერის მქონე სესხზე, ანუ 630 ათას ადამიანს სულ მცირე 1 ნეგატიური სტატუსის სესხი აქვს. დინამიკა რა თქმა უნდა მზარდია, რადგან ნეგატიური ჩანაწერების სიაში ძველი სესხებიც რჩება და ახალიც ემატება,“-აღნიშნა „კრედიტინფო საქართველოს“ მენეჯერმა ლაშა ბაღათურიამ ჩვენთან საუბრისას. 

აღსანიშნავია, რომ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის განცხადების პარალელურად პარლამენტის ზოგიერთმა წევრმა გარკვეულ ცვლილებებზეც დაიწყო საუბარი. მაგალითად, დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებით, შესაძლოა, გარკვეული კრიტერიუმები დაიხვეწოს და „შავი სიიდან“ ბევრი ადამიანი ამოვიდეს. როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, ამ სიაში ბევრი ადამიანი გაუთვითცნობიერებლად მოხვდა, მაგალითად, ისინი ვინც, თავდებობით „გაეხვა შარში“.

 რამდენად გამართულია კრედიტორების საინფორმაციო სისტემა და რა გზით არის შესაძლებელი ე.წ. შავი სიის შემცირება? „კრედიტინფო საქართველოში“ აცხადებენ, რომ ცვლილებებზე, ხელისუფლებამ და ეროვნულმა ბანკმა უნდა იფიქროს. 
„ნეგატიური სტატუსის მოშორებას სესხის ხანდაზმულობის ან დაფარვის შემთხვევაში, 5 წელი სჭირდება. თუ ხელისუფლებას კრიტერიუმის შეცვლა სურს, რა თქმა უნდა, შეუძლია, რომ მაგალითად, ეს ვადა შეცვალოს, ან 5 წლის წინანდელი დავალიანებები აპატიოს ხალხს. 
თავდებობას რაც შეეხება, მაშინ თავდებობის პრინციპი უნდა შეიცვალოს და თავდები პირი არ უნდა იყოს ვალდებული, რადგან მოქმედი კანონმდებლობით, თუ პირი ვისაც თავდებად უდგები სესხს ვერ გადაიხდის, თავდებს აქვს მისი დაფარვის ვალდებულება. შესაბამისად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირი არის თავდები, ხოლო სესხი ვადაგადაცილებულია, აუცილებლად იარსებებს პირის საკრედიტო ისტორიაში. 

ამასთან, ცვლილებაზე როდესაც ვსაუბრობთ, შესაძლოა, პირის გარდაცვალების შემთხვევაში ავტომატურად მოხდეს მისი ნეგატიური სტატუსის წაშლაც, თუმცა ამ შემთხვევაში საჭიროა, რომ ჩვენს ორგანიზაციას გარდაცვლილ პირთა რეესტრზე ჰქონდეს წვდომა. ასევე შესაძლებელია, 30 დღით ვალდებულების გადახდის გადაცილება კი არ იყოს ნეგატიური ჩანაწერის გაკეთების მიზეზი, არამედ ეს ვადა 180 დღემდე გაიზარდოს. ასეთი მიდგომა რა თქმა უნდა შეამცირებს „ნეგატიური სტატუსის“ მქონე პირთა რიცხვს, რადგან ნახევარი წლის განმავლობაში ვადაგადაცილების შემთხვევაში პირი ნეგატიური სტატუსის მქონე არ იქნება. მოკლედ, რაღაცის შეცვლა რა თქმა უნდა შეიძლება, თუმცა, ამაზე ხელისუფლებამ და ეროვნულმა ბანკმა ერთად უნდა იფიქროს,“-აღნიშნა ბაღათურიამ.

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა