error1558 2018.06.21
შსს-მ 6 თვეში 72 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 თვეში 72 ნარკორეალიზატორი დააკავა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, ბოლო 6 თვის განმავლობაში ამოღებულია: 13 კილოგრამი „ჰეროინი“, 7000 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 1 კილო და 300 გრამი „კოკაინი“, 2 კილოგრამამდე „მდმა“, 650 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 კილოგრამამდე ფსიქოტროპული ნივთიერებები.
ამავე პერიოდში, ნარკორეალიზაციისთვის ბრალი წარედგინა (260-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით) - 72 პირს.