1712
2018.06.20
ტექდათვალიერებისას დაფიქსირებული ხარვეზების შემთხვევაში მძღოლს, რომლის ავტომობილსაც დაიწუნებენ, ეძლევა ხარვეზის გამოსწორების ვადა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს სსიპ "სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში" აცხადებენ.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, პირველადი ტექნიკური პერიოდული ინსპექტირებისას დაფიქსირებული შენიშვნის გამოსწორების მაქსიმალური ვადა 30 დღეა.
თუ 30 დღის განმავლობაში მძღოლი გაატარებს მაკორექტირებელ ღონისძიებას დაფიქსირებულ შენიშვნაზე და იმავე ცენტრში გაივლის მორიგ ტექდათვალიერებას, ამ შემთხვევაში ავტომობილის მფლობელი მომსახურების საფასურის გადახდისგან თავისუფლდება.
ასევე, განმეორებითი ინსპექტირების შედეგად არ გამოვლინდა ხარვეზები და პირობები, რომლებიც კრძალავს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას, ჩაითვლება, რომ სატრანსპორტო საშუალებამ ინსპექტირება დადებითად გაიარა და მესაკუთრეს (მფლობელს) ეძლევა ინსპექტირების ანგარიში, მომდევნო ინსპექტირების ჩატარების ვადის მითითებით.
ნობისთვის, 15 ივნისის მონაცემებით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 34 740 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც 25 876 ავტოსატრანსპორტო საშუალება გამართული აღმოჩნდა, 8 142 კი დახარვეზებული.
ტექდათვალიერების მომდევნი ეტაპი პირველი ივლისიდან დაიწყება.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
ადვოკატთა ასოციაციის 20 წლის იუბილე
რა ითვლება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებად?
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რამდენ საათს მოიცავს ნორმირებული სამუშაო დრო?
რას გულისხმობს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები?
როგორ და ვის შეიძლება დაენიშნოს მეურვე/მზრუნველი?
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!