error1213 2018.06.06
ცნობს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო ფარული მიყურადების კანონს არაკონსტიტუციურად?

6-7 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს საქმის არსებით განხილვას საქართველოს 326 მოქალაქის და სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე, რომელიც ფარული მიყურადებისა და მოსმენის არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხს ეხება. 

 „ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოდან“ ინფორმაციით, საქართველოს 326-მა მოქალაქემ საკონსტიტუციო სასამართლოს გასული წლის ივნისში სარჩელით მიმართა. მათივე ცნობით, იმის მიუხედავად, რომ რეგისტრაციის მომენტიდან სარჩელის განხილვის ოთხთვიანი ვადა ამოიწურა, სასამართლოს განხილვა ამ დრომდე არ დაუსრულებია.

„2017 წლის 31 მარტიდან 6 აპრილამდე საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ჰქონდა, კამპანიის მიერ მომზადებული ელექტრონული სარჩელი შეევსო. საქართველოს სამ ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სარჩელების შეგროვებისა და სასამართლოში რეგისტრაციის პროცესს კამპანია „ეს შენ გეხება“ უწევდა ორგანიზებას. 

ეს იყო პირველი და ერთადერთი შემთხვევა ქვეყნის ისტორიაში, როცა ასობით მოქალაქემ ერთობლივად ისარგებლა სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით და მოითხოვა კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა. ეს მიდგომა ე.წ Class Action-ის სახელით არის ცნობილი და ხშირად გამოიყენება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სასამართლოებში ადამიანებისათვის მწვავე პრობლემებზე რეაგირებისთვის,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ცნობით, ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე სცნო არაკონსტიტუციურად, თუმცა საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები. ცნობილია, რომ პრეზიდენტმა სამჯერ დაადო ვეტო კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა დაძლია.

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა