error1527 2018.06.05
განვადებისა და ლიზინგის შემთხვევაში ახალი რეგულაციების დაწესება იგეგმება

ამის შესახებ „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების კანონპროექტშია აღნიშნული, რომლის ავტორიც ფინანსთა სამინისტროა. 



 როგორც პროექტში ვკითხულობთ, მიზანშეწონილია, რომ ლიზინგსა და განვადებით ნასყიდობის შემთხვევაზეც გავრცელდეს შეზღუდვა, რომელიც 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდა და ფიზიკურ პირებზე, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებზე უცხოურ ვალუტაში 100 000 ლარამდე სესხების გაცემას კრძალავს.



„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 505 პრიმა მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც განვადებით ნასყიდობისას გამყიდველის მიერ 100 000 ლარამდე ნივთის ფასის მიღება ფიზიკურ პირისაგან (მათ შორის ინდივიდუალური მეწარმისაგან) არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული.



რაც შეეხება ლიზინგს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლს ემატება მე-5 ნაწილი, რომლის თანახმადაც, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი და ლიზინგის მთლიანი საზღაური 100 000 ლარს არ აღემატება, ლიზინგის გამცემის მიერ ფიზიკური პირისაგან (მათ შორის ინდივიდუალური მეწარმისაგან) საზღაურის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული,“-აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 



ამასთან, პროექტის თანახმად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება განსხვავებული მოთხოვნები დაუდგინოს მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ სუბიექტებს შესაბამისი ნორმატიული აქტით. 
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის ბოლოს განხორციელებული ცვლილების თანახმად, საბანკო საქმიანობას დაემატა ქონების ლიზინგით გაცემა და ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ქონებით ლიზინგის გაცემის კრიტერიუმები,“-ვკითხულობთ კანონპროექტში.

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა