error1540 2018.03.27
ცვლილება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში

„საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, რეზერვისტებს სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში თანამდებობრივი სარგოსა და საკლასო დანამატის მიღება შეეძლებათ. 
აღნიშნული ცვლილება, 2018 წლის 1-ლი ივნისიდან ამოქმედდება. 

ცნობისთვის, კანონის მოქმედი რედაქციით, თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი არ უნარჩუნდება მოხელეს, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდებოდა - პრეზიდენტის, წარმომადგენლობითი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში მოხელის კანდიდატად წარდგენისას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი; მოხელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევისას, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურისმოსამსახურეთა მობილიზაციის დროს, თუ მოხელეს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება.

ცვლილებების შედეგად კი, 1-ლი ივნისიდან თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი არ შეუნარჩუნდება იმ მოხელეს, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდება - პრეზიდენტის, წარმომადგენლობითი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში მოხელის კანდიდატად წარდგენისას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი; ასევე მოხელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის შემთხვევებში. 

ამასთან, კანონის თანახმად, მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისაგან მის დროებით გათავისუფლებას ნიშნავს.
 

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა