error1145 2018.03.26
მორიგი მსხვერპლი - ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა

 ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ჭიათურის შუხუთის მაღაროში, გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე 45 წლის მამაკაცი ნანგრევების ქვეშ მოყვა.  შემთხვევა 25 მარტს ღამის 3 საათზე მოხდა. ჭიათურაში პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მაღაროში სამუშაოები მიმდინარეობდა.   გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 დიახ, საქმე აღიძრა - გამოძიებაც მიმდინარეობს, თუმცა, ამ აღძრული საქმეებისგან მიღებული დადებითი შედეგი არავის უნახავს და ალბათ, ვერც ნახავს, ვიდრე სახელმწიფოში არ იარსებებს ქმედითი მექანიზმი, რომელიც დასაქმების ადგილებში შრომის პირობებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის კანონმდებლობასთან/სტანდარტთან შესაბამისობას შეამოწმებს და ეფექტურ ზომებს მიიღებს. 

 

დაუცველ შრომასა და არაქმედით კანონმდებლობაზე საადვოკატო ბიურო „OK&CG“ ხშირად წერს. კომპანიის იურისტებს მიაჩნიათ, რომ მთავარი პრობლემა ამ საკითხთან მიმართებით მექანიზმის არარსებობაა. „საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შექმნილია შრომის ინსპექტირების დეპარტემენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სწორედ აღნიშნული უსაფრთხოების ნორმების დაცვის გაკონტრელება; თუმცა, არსებული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი არ გვევლინება ეფექტურ და აღსრულებადი მექანიზმებით აღჭურვილ ორგანოდ. იგი მხოლოდ რეკომენდაციების გაცემით შემოიფარგლება, რაც თავისმხრივ შესასრულებლად სავალდებულო არ არის. შესაბამისად, კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რათა მოხდეს დამსაქმებელთა გაკონტროლება და შესაბამისი დარღვევბისთვის  მათ გარკვეული სანქციები დაუწესდეს, რაც ხელს შეუწყობს  შრომითი გარემოს შექმნასა და დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას,“- ამბობს ანა გორდეზიანი. 

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა