error1079 2018.03.21
მსჯავრდებულებს პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა ექნებათ

მსჯავრდებულებს პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა ისევ ექნებათ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილმა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილმა დღეს ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლითაც მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის აუცილებელი ერთობლივი პროგრამების განხორციელება კიდევ 5 წლით გაგრძელდება. 

პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა დაეუფლონ მათთვის სასურველ პროფესიას და სასჯელის მოხდის შემდეგ დასაქმდნენ.

„მოკლევადიანი პროფესიული კურსები შემუშავებულია სწორედ იმ მიზნით, რომ დაეხმაროს ყოფილ მსჯავრდებულებს, ბრალდებულებსა და პატიმრებს რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში. ამ კუთხით ჩვენ სასჯელაღსრულების სამინისტროსთან თანამშრომლობის 4 წლიანი გამოცდილება გვაქვს. სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში გადამზადება დაახლოებით 2500-ზე მეტმა პირმა გაიარა. ვფიქრობთ, ჩვენ გავაორმაგებთ ჩვენს ძალისხმევას ამ მიმართულებით და მემორანდუმის ფარგლებში კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ იმ სერვისებს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებს განათლების სფეროდან მიეწოდებათ,“- განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ.

ზვიად მიხანაშვილის თქმით კი, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პროფესიული განათლების შეძენა აუცილებელია, რადგან ადამიანები, რომლებიც ასეთი ტიპის დაწესებულებიდან გათავისუფლდებიან, მარტივად დასაქმდებიან. ეს, მისი თქმით, შესაბამისად განმეორებითი დანაშაულის რისკს ამცირებს. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულთა გადამზადება 2014 წლიდან ხელმისაწვდომია. ოთხი წლის განმავლობაში, 41 მოკლევადიანი პროფესიული პროგრამა (ტრეინინგ-კურსი, მოდული) 2582-მა მსჯავრდებულმა გაიარა.

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა