error1229 2018.03.20
მოსამართლეთა უვადო გამწესება, შესაძლოა, დროებით შეჩერდეს

მოსამართლეთა უვადო გამწესება, შესაძლოა, დროებით შეჩერდეს. როგორც ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განუცხადა, ეს მოსაზრება დღეს, სასამართლო რეფორმის მთავარი მიმართულებების სამუშაო ჯგუფის მე-5 შეხვედრაზე გამოითქვა. 

„მივესალმები, რომ საქართველოს პარლამენტის მხრიდან გამოხატულია აქტიური რეფორმების სურვილი სასამართლო ხელისუფლებაში. ვფიქრობ, ეს არის დამსახურება იმის გააზრებისა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში შექმნილია ბევრი პრობლემა, მათ შორის უვადო დანიშვნებთან დაკავშირებით. დღეს აქ გამოითქვა ძალიან მნიშვნელოვანი მოსაზრება, რომ უვადო დანიშვნები უნდა გაჩერდეს, სანამ დანიშვნების პროცედურის სერიოზული რეფორმა არ მოხდება. ვფიქრობ, პარლამენტის დამოკიდებულება, თუ ის ნამდვილია, იმ აქტიურობის შედეგია, რომელიც გამოვლენილი იყო სწორედ უვადო დანიშვნებთან მიმართებაში და რამაც დაგვანახა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში კვლავაც დარჩენილია ბევრი ხარვეზი და პრობლემა, რომელსაც გამოსწორება სჭირდება,“- განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, შესაბამისი მზაობა გამოითქვა როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, ისე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან. 

„მთელი შეხვედრის სულისკვეთება იყო, რომ რეფორმა იქნება აქტიური და დათქვეს კიდეც ვადები, როდესაც უნდა მოხდეს რეფორმატორული წინადადებების შემუშავება. მე ვფიქრობ, ეს სულისკვეთება არის იმის დამსახურება, რომ ჩვენმა საკანონმდებლო ორგანომ და მისმა ლიდერებმა გაიაზრეს, რომ სასამართლო ხელისუფლება არის ის ლაბორატორია, რომლის მიხედვითაც დაუდგება ნიშანი ჩვენს სახელმწიფოს - ეს არის კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფო თუ არა,“- დასძინა ანა დოლიძემ.
 

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა