error1336 2018.03.03
„ადვოკატთა ასოციაცია“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მართლმსაჯულების საკითხებზე შეხვედრას მართავს 

„ადვოკატთა ასოციაციისა“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ინიციატივით,  სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ მართლმსაჯულების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა იმართება. 

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ ჩატარებული კვლევის „სასამართლოს დამოუკიდებლობის 10 წლის შეფასება“  და „უახლოეს წარსულში სისხლის სამართლებრივ დევნას და მსჯავრდებას დავემდებარებულ (რეპრესიერბულ) ადვოკატთა რეაბილიტაციის კომისია“ - ეს არის საკითხები, რომლებსაც ღონისძიების ორგანიზატორები დამსწრე საზოგადოებას წარუდგენენ.

 

 ღონისძიებას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ასოციაციის სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეები, აღმასრულებელი საბჭოს წევრები,იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები ესწრებიან. 

 

 შეხვედრას, როგორც ადვოკატთა ასოციაციის ფინანსური მდგრადობისა და მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე, საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს დამფუძნებელი, ოთარ კაჭკაჭაშვილიც ესწრება.  

 „შეხვედრის მთავარი თემა გახლავთ სასამართლო და მისი 10 წლიანი მუშაობის შეფასება. ორგანიზატორებმა ძალიან საინტერესო და საჭირო პრეზენტაცია შემოგვთავაზეს. განვიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორიც არის სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზები, მაგალითათ ღირებულებათა სისტემის დევალვაცია,  მოსამართლეთთა დაწინაურების ობიექტური გამჭვირვალე კრიტერიუმების და პროცედურების ნაკლებობა, სასამართლო ხელისუფლების არაფორმალური გარიგებები ხელისუფლების სხვა შტოებთან,სასამართლოს დამოუკიდებლობა და ა.შ.; გარდა სასამართლოს საქმიანობის შეფასებისა, რეპრესირებულ ადვოკატთა რეაბილიტაციის კომისიის წევრთა ძალიან საინტერესო მოხსენება მოვისმინეთ,“-განაცხადა ოთარ კაჭკაჭაშვილმა. 

 

 

 

 

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა