error1469 2018.02.27
ტაქსით გადაყვანის ნებართვის მიღება ფასიანი ხდება

 დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანის ნებართვის მისაღებად განცხადების და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა იქნება საჭირო, - აღნიშნული ცვლილებები „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის.

ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა, ნათქვამია, რომ სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, ასევე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

ასევე, პროექტის თანახმად, ტაქსით გადაყვანის ნებართვას კონკურსის წესით გასცემს საქართველოს დედაქალაქის მთავრობა, ან მის მიერ უფლებამოსილი დედაქალაქის მერიის სტრუქტურული ერთეული.


აღსანიშნავია, რომ ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად გადაიხდის ნებართვის გაცემის ფასს.  ცვლილებათა პროექტში აღნიშნულია, რომ სანებართვო პირობებს, ნებართვის გაცემის წესს, ფასს და გადახდის წესს დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო დაამტკიცებს.


„დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი ჩაირიცხება დედაქალაქის ბიუჯეტში“, - ნათქვამია ცვლილებათა პაკეტში.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით - ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის განხორციელება სანებართვო პირობების დარღვევით, ან ნებართვის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 200-200 ლარის ოდენობით.


ცვლილებების თანახმად, გათვალისწინებული ჯარიმების ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის გათვალისწინებული 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალიწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
“ხოლო საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის, ან ავტომესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, - ნათქვამია კანონპროექტში.

 

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა